1944 წლის ამა დღეს (23-მსა თებერვალსა) მოხდა მასიური დეპორტაცია ვაინახებისა და სხვა ჩრდილო კავკასიელების (პროცენტულად მაინც ვაინახები იყვნენ მეტნი) შუა აზიაში, რამაც გამოიწვია მრავალი ადამიანის სიკვდილი დეპორტაციის დროს და მას შემდეგ. ბრძანება იყო სტალინის მიერ ხელმოწერილი, ბერიას მიერ დაგეგმილი.
წია ამონარიდები (თანმიმდევრობა დაუცველია):
"23 თებერვალია, მოდის თოვლი და როდესაც შინსახკომელებმა დანიშნულ ადგილს მიაღწიეს, ცხადი გახდა, რომ ამდენი ადამიანის გამოყვანა იქიდან შეუძლებელი იქნებოდა.
სადეპორტაციოდ გამზადებული ადამიანები საჯინიბოში შეყარეს და უთხრეს: მოიცადეთ, ვიდრე შვეულმფრენებით ან დიდი თვითმავალი მანქანებით ჯგუფ-ჯგუფად გაგიყვანთო.
საბოლოოდ, შინსახკომელებმა საჯინიბოს ცეცხლი წაუკიდეს. როდესაც შიგნით მყოფები მიხვდნენ, რომ ცოცხლად უპირებდნენ ამოწვას, ადამიანები გასასვლელს მიაწყდნენ. ხალხის დაწოლამ ვერ გაუძლო და საჯინიბოს კარები ჩამოვარდა. ამის დანახვაზე შეიარაღებულმა შინსახკომელებმა სროლა ატეხეს. გასასვლელი დახოცილთა გვამებით ჩაიხერგა, დანარჩენები კი საჯინიბოში ამოიწვნენ."სრულად იხილეთ აქ:
ამინა უმაროვა: ჩეჩნები არასოდეს არ აიგივებდნენ ამ ჯალათებს ქართველ ხალხთან დღეს წავიკითხე კიდევ ბევრი პირადი ისტორიები ინგუშების მიერ დაწერილი ინსტაგრამზე, რაც წინაპრებმა მოუყვნენ შვილებს და შვილიშვილებს, სამწუხაროდ ვერ ვპოულობ რომ აქ გადმოვიტანო.
ცხოველებივით შეყარეს ბნელ ვაგონებში, ჩაკეტეს გარედან და ნახირივით გაყარეს შუა აზიაში, ზოგმა ვერ გაუძლო მგზავრობას და სიცივისაგან გარდაიცვალა, ზოგიც შუა აზიაში.
კერძოდ ინგუშების მიწებზე სტალინმა დაასახლა ოსები და ქართველები, ანუ ოსებსა და ქართველებს "აჩუქა" გაყრილი ხალხის მიწები. 1957 წელს მათ ნება დართეს რომ უკან დაბრუნებულიყვნენ თავიანთ მიწაზე. ინგუშები როცა ჩამოვიდნენ მივიდნენ, იმ სოფლებში სადაც ქართველები ცხოვრობდნენ, ზუსტი ისტორია არ მახსოვს ლაპარაკის და ასე შემდეგ, მაგრამ მოხდა ერთი ფაქტი, სუყველა ქართველმა ვინც ინგუშების მიწაზე გადაასახლეს, დატოვეს მათთვის მიცემული სახლ-კარი, უსიტყვოდ დაუბრუნეს ინგუშებს და დაბრუნდნენ უკან ისე რომ არაფერი უთხოვიათ (მე როგორც მახსოვს). ერთი ამბავიც წავიკთხე სადღაც, შუა აზიაში დარჩენილმა ოჯახმა არ მოისურვა უკან დაბრუნება, ამის გაგებაზე ქართველმა გაყიდა ის სახლ-კარი სადაც ის ცხოვრობდა და იმ ფულით რაც მას მისცეს ამ სახლ-კარში მატარებლით გაემგზავრა შუა აზიაში (არ მახსოვს ყირგიზეთი იყო თუ ყაზახეთი) და მთლიანი ფული მისცა. ინგუშები რო მივიდნენ ოსებთან, ოსებმა უკან გამოყარეს. ამბები დადის, რომ ოსებმა ინგუშების სახლ-კარი გადაწვეს, რომ ინგუშები არ დაბრუნებულიყვნენ. მაქედან მოდის ინგუშების ერთობ საინტერესო თქმულება "ქართველი არასდროს იქნება ჩემი მტერი, ხოლო ოსი მეზობელი" როგორც მახსოვს, ამაზე პატარა დოკუმენტური ფილმია გადაღებული და დევს ინტერნეტში, სადაც ქართველებს ალაპარაკებენ.
ჩეჩნური სიმღერის ერთი პატარა ამონარიდი (მოკლე შინაარსი): "ერთხელ მეგობარს შევხვდი, რომელსაც ჩემოდანი ეჭირა ხელში, "რა მოგაქვს, შეძელი გამდიდრება?" ვკითხე, "დედის ძვლები მიმაქვს სამშობლოში, რომ მის მიწაზე დავასვენო" მიპასუხა მან" იმამ ალიმსულტანოვი სიმღერა დეპორტაცია.
რავი იყოს თემა მაინც ან დახურეთ.