მოკლედ, ფეხბურთელებს არ ჩამორჩა ძიუდო
“რეკორდერის” ექსკლუზიური ინფორმაციით, იაპონიის ქალაქ ოსაკაში, ძიუდოისტთა ახალაგზრდული ნაკრების მწვრთნელი, ოლიმპიური ჩემპიონი, ირაკლი ცირეკიძე დააკავეს.
ინფორმაციას ცირეკიძის დაკავების შესახებ, ძიუდოს ფედერაციაში ჯერ-ჯერობით არ ფლობენ. ფედერაციის პრეზიდენტის, გიორგი ათაბეგაშვილის განმარტებით, მსგავსს ინციდენტს ადგილი არ ჰქონია.
“რეკორდერი” დაუკავშირდა საგარეო საქმეთა სამინისტროსაც და თავად ცირეკიძესაც, რომელიც ამ დროისთვის, პატიმრობიდან გათავისუფლებულია.
ირაკლი ცირეკიძე უარყოფს დაკავების ფაქტს და აცხადებს, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ოსაკაში ცირეკიძის დაკავების ფაქტს ადასტურებს საქართველოს საგრეო საქმეთა სამინისტრო.
“იაპონიში საქართველოს საელჩოში, ქ. ოსაკის სამართალდამცავი უწყებების მხრიდან შევიდა შეტყობინება საქართველოს მოქალაქის დაკავების შესახებ. საქართველოს საელჩო კომუნიკაციაში იმყოფება როგორც აღნიშნულ საქართველოს მოქალაქესთან, ისე ადგილობრივ სამართალდამცავ უწყებებთან. ამ ეტაპზე საქართველოს მოქალაქე გათავისუფლებულია და აღნიშნულ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება”, – განუცხადეს “რეკორდერს” სამინისტროში.
საგარეო საქმეთა სამინისტროდან ინფორმაციის მიღებამდე, ირაკლი ცირეკიძემ შემდეგი კომენტარი გააკეთა:
ვრცლად:
http://recorder.ge/2019/02/22/exclusive-ia...ekize-daakaves/