სინდისი (სამართლიანი და უსამართლო)
სირცხვილი (წესიერი და უწესო)
ცუდი და კარგი
ხელოვნურად შექმნილი ტერმინები მგონია. რა არის ცუდი და რა კარგი?! აი ვეფხვი რომ ჭამს ზებრას. ეს ცუდია თუ კარგი?! ბოროტებაა თუ სიკეთე?! აი ძაღლი რომელიც ყოველთვის კუდს გიქიცინებს და უყვარხარ, მაგრამ გაცოფდა, ავად გახდა და გიკბინა მეორე დღეს. ეს ბოროტებაა?! ვერ ხვდება ის. ავადმყოფობის ბრალია. მისი ბრალი არ არის.. ბრეივიკმა რომ ხალხი ამოხოცა ეს ცუდია? ავად არის ის ადამიანი. ფსიქიკა შერყეული აქვს. ის ვერ აანალიზებს თავის საქციელს.. რა არის ბოროტება და რა სიკეთე?!
წესიერება და უწესობა?! ყველა ქვეყანას და ყველა დროს თავისი წესი აქვს. ალუდა ქეთელაური მარჯვენებს ჭრიდა და აგროვებდა. დღეს ვინმეს მარჯვენები რომ უნახონ სახლში, სირიულ მანიაკად აღიარებენ.. სამარცხვინო საქციელი რა არის?! რაღაც უწესო საქციელი გააკეთე და საზოგადოებამ გაიგო ამის შესახებ. შენ სირცხვილს გრძნობ, მაგრამ წესიერება ხომ სოციუმში ხელოვნურად შექმნილი ჩვეულებებია.. სადღაც პოლიგამია მოსულა, სადღაც მონოგამია, სადღაც ქალიშვილობის ინსტიტუტი და სადღაც გენდერული თანასწორობა..
სინდისი. სამართლიანად უნდა მოიქცე და უნდა თანაბრად მოუწიოს ყველაფერი ყველას.. არ არსებობს სამართალი ბუნებაში. არ არის ეს ბუნების კანონი. ადამიანის მიერ შექმნილი ტერმინია რათა ჯგუფებად გვეცხოვრა. ძალა ერთობაშია და მაგიტომ. ტომის ლიდერი თანაბრად ანაწილებდა ერთმანეთში ყველაფერს რათა არ დაეჟლიტათ ერთმანეთს შურით. სად არის ბუნებაში სამართალი, როდესაც ძლიერი ჭამს უძლურს. უგებს, აგდებს და თავად იბატონებს.. სოციალისტური ტერმინია და არა კაპიტალისტური. კაპიტალიზმში უფრო მოქმედებს ბუნების კანონები ვიდრე სოციალიზმში..
რა არის შური?! კარგი გრძნობაა თუ ცუდი..
თეთრი შური (კონსტრუქციული შური) - კარგია
შავი შური (დესტრუქციული შური) - ცუდია
ანუ როდესაც გშურს ვიღაცის და გინდა რომ დაუნგრიო ის რაღაც იმ ადამიანს, ეს ცუდია..
როდესაც მაგალითად გშურს და მოტივაციად დაიყენებ ამ შურს, რომ მასზე ძლიერი გახდე, ეს კარგია..
მინდოდა გამომეხატა აზრი, მაგრამ არ ვიცი რამდენად შევძელი..

იმედია თქვენ უფრო განავცობთ..
ვერ მოინდომებ ისეთი რაღაცის გაგებას, რასაც ვერ გაიგებ.