
სახელისუფლებო ტროლები მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ - ამ სათაურით აქვეყნებს მონიტორინგის შედეგებს "მედიის განვითარების ფონდმა” (MDF) ფონდი.
არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მონიტორინგი თიბისი ბანკის წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის და ამ კამპანიის წყაროების იდენტიფიცირების მიზნით განხორციელდა.
"მონიტორინგი "მედიის განვითარების ფონდმა” (MDF) სოციალურ ქსელებში თიბისი ბანკის წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის და ამ კამპანიის წყაროების იდენტიფიცირების მიზნით განახორციელა. თიბისი ბანკის გარშემო მიმდინარე გამოძიების პარალელურად ფეისბუკზე თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თამვდჯომარის მამუკა ხაზარაძის მადისკრედიტირებელი პოსტები გამოჩნდა." ნათქვამია MDF-ის განცხადებაში.
მონიტორინგის შედეგად კი შემდეგი ტენდენციები გამოვლინდა:
➔ მონიტორინგის ფარგლებში მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ კამპანიაში ჩართული 9 გვერდის იდენტიფიცირება მოხდა, რომელთაგან 8 გვერდი 2018 წელსაა შექმნილი.
➔ 9-დან 6 გვერდის ძირითადი კონტენტი ენმ-ის და რუსთავი 2-ის, კერძოდ კი ნიკა გვარამიას და გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ არის მიმართული;
➔ 9-დან 4 გვერდის ადმინისტრატორი ფეისბუკ მომხმარებელი “ავთანდილ კერესელიძეა”, რომელიც ტროლია და ერევანში მცხოვრები Karo Manukyan-ის პროფილზე განთავსებულ ფოტოებს იყენებს. ის ფეისბუკში ხელისუფლების მხარდამჭერ გზავნილებს ავრცელებს;
➔ “ავთანდილ კერესელიძე” და მის მიერ მართული გვერდები სხვა ყალბ ანგარიშებთან ერთად ამავდროულად იდენტურ ჯგუფებს მართავენ, რაც მადისკრედიტირებელი პოსტების გავრცელებისთვის გამოიყენება;
➔ “ავთანდილ კერესელიძე” პრო-სახელისუფლებო ტროლია და ძირითადად კახა კალაძის, მამუკა ბახტაძისა და გიორგი გახარიას მხარდამჭერ პოსტებს პირადი პროფილის, მის მიერ შექმნილი გვერდებისა და ჯგუფების მეშვეობით ავრცელებს:
➔ “კერესელიძის” მართული გვერდების მიერ გამოქვეყნებული პოსტების ქვეშ, რომლებიც ხაზარაძის დისკრედიტაციისკენ არის მიმართული, კომენტარებს ერთი და იგივე ყალბი მომხმარებლები ტოვებდნენ;
➔ 9-დან ორი გვერდი - “ორი გვამი უნდათ” და “სტოკჰოლმის სინდრომი” ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” (ISFED) მიერ მიერ იდენტიფიცირებულია, როგორც გვერდები, რომლებიც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ენმ-ის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის წინააღმდეგ დასპონსორებულ პოსტებს აქვეყნებდნენ.
➔ 9-დან 2 გვერდს - “სამოქალაქო გაერთიანება - ხალხის ხმა” და”სტოკჰოლმის სინდრომი” - ხაზარაძის მადისკრედიტირებელი პოსტები დასპონსორებული ჰქონდათ, თუმცა ამჟამად ეს პოსტები ხელმიუწვდომელია, რადგან წაშლილია. ორივე გვერდს ჯამში 3 აქტიური დასპონსორებული პოსტი აქვს. სამივე მათგანი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ არის მიმართული. ორივე გვერდმა 21 თებერვალს ხაზარაძის გადადგომის შემდეგ მის წინააღმდეგ ორი ახალი პოსტი გამოაქვეყნა.
➔ გვერდებზე განთავსებული ხაზარაძის მადისკრედიტირებელი პოსტების უმეტესობა მემე/კარიკატურაა.
...................................................................................................................................................................................................................................................................................................................
თბს ის თემაში დაიწერა ეს მარა მე ვფიქრობ ეს სხვა პრობლემაა რომლებიც დიდი პრობლრმას ქმნიან საზოგადოებაში. იწვევენ ადამიანებს შორის ზიზღს და გახლეჩვას.
ხელისუფლების და ყოფილი ხელისუფლების წინააღდეგ თუ კიდე რაღაც გამარტლება აქვს ამას, ბიზნესის წინააღდეგ ამის გაკეთება ყველასთვის მიუღებელი უნდა იყოს!