http://www.bm.ge/ka/article/eib-is-mier-ag...cia-gaxda/30194"საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის ნიკოლოზ გაგუა ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მიერ საქართველოსთვის დამტკიცებული 100 მლნ ევროს სესხის პროფილის შეცვლის მიზეზს განმარტავს :
Bm.ge-ის კითხვაზე - რატომ არ შეიძლებოდა, მთავრობას ბანკებისთვის 100 მლნ ევრო ლარში გადაესესხებინა და შესაბამისად, საფინანსო სექტორსაც კრედიტები ლარში გაეცა, მინისტრის მოადგილეს შემდეგი პასუხი ჰქონდა:
„ჩვენ, ბუნებრივია, ეს თემა განვიხილეთ; მათ შორის კონსულტაციები გავიარეთ სავალუტო ფონდთანაც. ეს (ბანკებისთვის ლარში გადასესხება) მთავრობის მიერ საკრედიტო რისკების აღებას ნიშნავდა, რაც შეიძლება გაუმართლებელი ხარჯი ყოფილიყო, რომლის გაწევაც ჩვენ - გადასახადის გადამხდელებს მოგვიწევდა და ვთვლით, რომ ეს
რისკები გადასახადის გადამხდელებზე არ უნდა გადასულიყო“, - აღნიშნა ნიკოლოზ გაგუამ. "
ესე იგი სხვა რისკები მოჟნა და როგორც კი საქმე სოფლის მეურნეობას და უშუალოდ ხალხს შეეხება მაშინ არაო. თქვენ თვითონო. მეტი საქმე არ გვაქვს სოფლის მეურნეობის განვითარებას შევუწყოთ ხელიო.
მეტი რაღა ქნან - ღია ტექსტით გვეუბნებიან - ფეხებზე გვკიდიხართ, კისერი გიტეხიათო.
This post has been edited by corbin on 23 Feb 2019, 09:45