#54268951 · 23 Feb 2019, 18:13 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
წუხელ ორი სიზმარი ვნახე ერთად:
I სერია:
ჩემთან სახლში ვარ. მესმის ქვემოთ კივილი. გადავიხედე და დავინახე, რომ ეზოში შეჯგუფებულია ხალხი. ყველა გაშეშებული, უემოციოდ დგას და უყურებენ ცენტრში, რამდენიმე მოხუცი, მახინჯი ქალი როგორ უმოწყალოდ ურტყამს ჩემს მეგობარს, გოგოს. ჩემმა მეგობარმა დამიძახა ქვემოდან, მიშველეო. ძალიან გავბრაზდი, პირველი რაც ხელში მომხვდა, სქელი იატაკის ჯოხი ავიღე და უნდა ჩავვარდე, რომ ცემით მოვკლა ყველა, ვინც ხელი ახლო მას. კარებისკენ ჩემი სვლა ძალიან გაიწელა, ვგრძნობ ამას და უფრო მეტად ვგიჟდები, რომ დროს ვკარგავ უაზრო სირბილში, რომელიც ერთ ოთახში ხდება. როგორც იქნა, მივაღწიე კართან და ლიფტიდან გამოდის ჩემი ნაცემი და დასახიჩრებული მეგობარი. ოღონდ მოდის გამართულად, ჭრილობები რომ არა, არც შეემჩნევოდა სახეზე რაიმე რომ დაემართა. როცა მე გავცდი მას ჩასასვლელად და ხალხის დასახოცად, გამეღვიძა...
მერე დამეძინა ისევ, დილით.
II სერია:
დავით გარეჯში ვარ ჩასული. მაგრამ იქაურობა სრულიად შეცვლილია. დგას ახლად აშენებული ტაძრები, ბერძნულ და კოპტურ სტილს მაგონებს, მაგრამ მაინც ვიცი, რომ გარეჯში ვარ. ეზო სრულიად ცარიელია, მხოლოდ ეკლესიიდან გამოსული ბორჯომ-ბაკურიანის მიტროპოლიტი, სერაფიმე ჯოჯუა მოდის ჩემსკენ. არ ვიცნობ მას პირადად, მაგრამ მივესალმე. მან კი ვერც შემამჩნია, წინ იყურებოდა მხოლოდ და ჩამიარა. შევედი ეკლესიაში. შიგნიდან ეკლესია ამფითეატრივით იყო. საკურთხეველი კი დაბლა სცენაზე. ქვემოთ ჩემი მოძღვარი დავინახე, რომელიც ჩაფიქრებული იდგა, თითქოს ელაპარაკებოდა მიმსვლელებს, მაგრამ სულ სხვაგან იყო აზრებით. დიდი ხანია არ მინახავს და ვცდილობ ჩავიდე დაბლა და შევხვდე. ამფითეატრის საფეხურებზე სკამებია ჩაწყობილი, მე ჩემს წილ სკამს ვათრევ, თან ჩასვლა მიჭირს, ძალიან გაიწელა. ჩემმა მოძღვარმა დამინახა კიდეც შორიდან. უკვე ჩავედი და ის გაქრა. შენობაში ვარ, მაგრამ წარმოსახვაში ვიხილე, რომ ნელნელა, ჩაფიქრებული, მდუმარედ გაუდგა გზას სადღაც, მინდორში მიდის, ჩამავალი მზის ფონზე. შეწყდა წარმოსახვაში ეს ფრაგმენტი და სიცარიელე ვიგრძენი. ახლა მივხვდი, რომ იმ ერთი გამოხედვით რაღაცა მითხრა, მისაყვედურა. იქ ვინც ვიყავით, ყველას გაგვიშტერდა უცებ თვალები და რომ დავახამხამე, წინ წარმოგვიდგა ვიღაც მკვლევარი-ისტორიკოსი და არქეოლოგი, სადღაც ესპანეთში აღმოუჩენიათ ქვის დისკო, რომლის წარწერა გაშიფრა მან და გვეუბნება, რომ ეს აღმოჩენა საქართველოს შესახებ სენსაციურ ცნობებს გაახმაურებსო, მსოფლიო შეზანზარდება ამის გაგონებაზეო. ყურადღებით ვუსმენთ, უკვე მოყოლა უნდა დაიწყოს და მანდ გამეღვიძა. sad.gif
ნეტა რას უნდა ნიშნავდეს...
--------------------
///Intel Pentium 166Mhz///40Mb Ram///4Mb Ati///8GbHDD/// ...
|