Fitch-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი გაუზარდა
23 თებერვალი, 2019, 11:25
თბილისი (GBC) - სარეიტინგო კომპანია Fitch -მა საქართველოსსუვერენული საკრედიტო რეიტინგი ერთი ნიშნულით, „BB-“ -დან „BB“-მდეგააუმჯობესა, ხოლო პერსპექტივა სტაბილურად შეაფასა.
“სარეიტინგო კომპანია Fitch -ის მიერ რეიტინგის გაუმჯობესებაწარმოადგენს მნიშვნელოვან პოზიტიურ ფაქტორს, კიდევ უფროაძლიერებს საქართველოს მიმართ საერთაშორისო ინსტიტუტების დაინვესტორების ნდობას და პოზიტიურად აისახება ქვეყნის ბიზნესგარემოზე. სამინისტროს ინფორმაციით, უფრო ადრე, 2017 წლისსექტემბერში Moody’s-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტორეიტინგი Ba3-დან Ba2-მდე გააუმჯობესა”, - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.
სარეიტინგო კომპანიის შეფასებით, რეიტინგის გაუმჯობესებაგანპირობებულია 2018 წლის განმავლობაში სტაბილურიმაკროეკონომიკური გარემოს შენარჩუნებით და საგარეოშოკებისადმი მდგრადობის ზრდით. ანგარიშში აღნიშნულია, რომრეგიონში არსებული შოკების მიუხედავად, ქვეყნის ეკონომიკამაღალი ტემპით გაიზარდა, გაცვლითმა კურსმა შეინარჩუნასტაბილურობა და ეროვნულმა ბანკმა შეძლო რეზერვების შევსება. ამასთან, მიმზიდველი საინვესტიციო და ბიზნეს გარემომმართველობის ხარისხის გაუმჯობესებასთან ერთად წარმოადგენსრეიტინგის გაუმჯობესების მნიშვნელოვან ხელშემწყობ ფაქტორს.
სამინისტროს განცხადებით, სარეიტინგო კომპანიის ანგარიშისმიხედვით, რეიტინგის გაუმჯობესების განმაპირობებელ ძირითადპოზიტიურ ფაქტორებს წარმოადგენს: ქვეყნის საგარეო მოწყვლადობაეტაპობრივად მცირდება და აღნიშნული ტენდენცია მომავალშიცგაგრძელდება.
2018 წლის საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 4.8% შეადგინა, რაცგანპირობებული იყო კერძო ინვესტიციებისა და საგარეო მოთხოვნისზრდით.
ფისკალური პოლიტიკა თავსებადია მშპ-თან მიმართებით სახელმწიფოვალის შემცირების პოლიტიკასთან.
სარეიტინგო კომპანია ხაზს უსვამს, რომ პირდაპირი უცხოურიინვესტიციები სრულად დააფინანსებს მიმდინარე ანგარიშისდეფიციტს, ასევე მოსალოდნელია პირდაპირი უცხოურიინვესტიციების გაჯანსაღება 2019-2020 წლებში თავისუფალი ვაჭრობისხელშეკრულებების, ტრანსპორტის სექტორში მსხვილი ინვესტიციებისდა ანაკლიის პორტის განვითარების შედეგად.
რეიტინგის გაუმჯობესებას ხელს უწყობს მიმზიდველი ბიზნეს გარემოდა მმართველობის ხარისხი. საქართველო იკავებს მე-6 ადილსმსოფლიოში ბიზნესის კეთების სიმარტივის მიხედვით.
საბანკო სექტორში არსებული მდგომარეობა ასევე პოზიტიურია, რასაც ხელს უწყობს საბანკო სექტორში ლიკვიდობის, აქტივებისხარისხის და მომგებიანობის მაღალი მაჩვენებლები.
რეიტინგის სენსიტიურობის ანალიზის მიხედვით, საგარეომოწყვლადობის შემდგომი შემცირება, ფისკალური კონსოლიდაცია დაეკონომიკური ზრდის მაღალი დონე მაკროეკონომიკურისტაბილურობის შენარჩუნების პარალელურად პოზიტიურ გავლენასმოახდენს რეიტინგის შემდგომ შეფასებაზე.
http://gbc.ge/index.php?m=home&newsid=106527&lang=geoეხლა გაიგეს?
ბიტჩმა თქვა 7 წლის დაგვიანებით