მოგესალმებით ფორუმელებო,
ახლობლის ვიდეოკარტას გაუფუჭდა ერთი ფანი, უფრო კონკრეტულად ტრიალებდა ძალიან ნელა.
მოვიქეცი შემდეგნაირად: ქულერის 4 მავთულიდან ამოვაძრე და ჰაერში დავტოვე ლურჯი მავთული ანუ რომელიც არეგულირებს სისწრაფეს, ხოლო ყვითელი მავთული ანუ საიდანაც დენი მიეწოდება დავაგრძელე და ჩავარჭე პირდაპირ მაზერის 24 წვერიანი კაბელის 3.3 ვოლტიან კონტაქტში. დამატებით ვიდეო პროცესორის სიგრილისთვის msi afterburner-ში power limit შევამცირე 10%-ით. შედეგს თითქოს მივაღწიე, ფანები ტრიალებდნენ ერთ მუდმივ საშუალო სისწრაფეზე, თან ჩუმად მუშაობდნენ და თან გაგრილებასაც ყოფნიდა. ასეთ მდგომარეობაში ნორმალურად იმუშავა 1-2 დღე ჩემს კომპში. შემდეგ გადავიტანეთ სხვა კომპში და იმ მომენტიდან კარტამ "გაუბერა", ანუ ხან ირთვება და ხან არა, უმეტეს შემთხვევაში არა. უფრო კონკრეტულად იქოქება ყველაფერი, მაგრამ გამოსახულება არ გამოდის ეკრანზე და რამდენიმე წამის მერე რესტარტზე მიდის. კვების ბლოკების და მაზერების სხვადასხვა კომბინაციები ვცადეთ, ყველაზე ასე იქცევა, ჩემსაზეც კი, რომელზეც 1-2 დღე ნორმალურად იმუშავა. მაინტერესებს ისეთმა დაერთებამ ხომ არ გამოიწვია ეს პრობლემა, ანუ რამდენად უსაფრთხოა რომ ვიდეოკარტის ფანებში დენი შედის პირდაპირ 24 წვერიანი კაბელიდან და მიწის მავთული დაერთებულია ზედ კარტაზე. ელექტროობაში არ ვერკვევი კარგად და არ დამცინოთ თუ არასწორი ტერმინები ვიხმარე