ზვიად კვაჭანტირაძე “ქართულ ოცნებას” ტოვებს. დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე უმრავლესობის რიგებიდან გასვლის შესახებ განცხადებას დღეს გააკეთებს. ზვიად კვაჭანტირაძე უკვე მეხუთე დეპუტატი იქნება, ვინც ბოლო პერიოდში მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო. დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ “კურიერის” ზარებს არ უპასუხა, თუმცა გავრცელებული ინფორმაცია არ უარყო ეკა ბესელიამ. “ქართული ოცნების” ერთ-ერთი დამფუძნებელი მის გუნდში გადასვლასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატებთან კონსულტაციებს განაგრძობს და არ გამორიცხავს რომ მსგავსი გადაწყვეტილება “ქართული ოცნების” სხვა წევრებმაც მიიღონ.
“მე მის გონივრულ პოზიციებში და გონივრულ არჩევანში ეჭვი არ მეპარება, ამიტომ დაველოდოთ. თუ ის მიიღებს გადაწყვეტილებას და უმრავლესობას დატოვებს, რა თქმა უნდა მე მას განვიხილავ როგორც თანამოაზრეს”, -აცხადებს ბესელია.
http://progressnews.ge/zviad-kvatchantirad...kwXbtO85i35dEVIვინ იქნება შემდეგი ?