თბილისი (GBC) – იურისტი ლევან ალაფიშვილი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ აქციების გამოშვებას ურჩევს, რომლის მფლობელები საქართველოს მოქალაქეები გახდებიან.
„ანაკლიის პროექტში ჩადეთ სავალდებულო პენსიიდან მიღებული ჩვენი მილიონები! კარგი იქნება თუკი კონსორციუმი აქციებს გამოუშვებს და მოქალაქეები გახდებიან აქციონერები. ანაკლიის პორტის სახალხო პროექტად ქცევა გადაარჩენს მას!, - წერს ლევან ალაფიშვილი Facebook-ის გვერდზე.
ალაფიშვილი განცხადებას იმ ფონზე აკეთებს, როცა პორტის ინვესტორები პორტის დაფინანსების შეფერხების საფრთხეზე აღნიშნავენ.
მამუკა ხაზარაძე და მისი გუნდი მიიჩნევს, რომ თუ ბიზნესმენის გარშემო გაურკვევლობა და ჭორები სწრაფად არ დასრულდება, შესაძლოა ფინანსურმა ინსტიტუტებმა პროექტი არ დააფინანსონ.
„ბანკები შეშფოთებულები არიან. რა თქმა უნდა, არაერთი შეკითხვა მოდის და ეს რესურსი ჩვენ შეგვიძლია მოვახმაროთ უფრო საქმიან პროცესებს. გვიწევს ახსნა-განმარტებების კეთება, მათი დარწმუნება, რომ ყველაფერი წესრიგშია და არ არის ეს სერიოზული და მე პირდაპირ მინდა ვთქვა ისიც, რომ თუ ეს პროცესები არ დასრულდა და სიცხადე არ მოეფინა გაუგებრობას, ბანკები გვეუბნებიან, რომ პროცესებს, რა თქმა უნდა, არ ვაჩერებთ და მუშაობას ვაგრძელებთ, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას ისინი არ მიიღებენ“, - განაცხადა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დირექტორმა TV პირველზე გადაცემა „საქმიან დილაში“.
როგორც იცით, პორტის პირველი ფაზის მშენებლობა 600 მლნ დოლარი ჯდება.
http://gbc.ge/index.php?m=home&newsid=1065...dOSxmCkXxhSxd6Aრას იტყვით დიდო ექსპერტებო
...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..
,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა... <3