#54320562 · 5 Mar 2019, 21:06 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დამოუკიდებლობის ოცდამერვე წელს, არნახული კრიზისია ამ ქვეყანაში. ვერ მოხერხდა სტაბილური პოლიტიკური სისტემის შექმნა, ვერც ინდუსტრიის. ეროვნული/ნაციონალური იდეაც, რაღაც გაურკვეველი ნახევრად რელიგიური მითების გარშემოა შეკოწიწებული და მისი არავის სჯერა. კატასტროფული განათლების კრიზისია, სკოლის პედაგოგთა 90% საუნივერსიტეტოს დონის გამოცდებს ვერ აბარებს. სკოლებში საატესტატო გამოცდები გაუქმდა, რომ აღარ გამოჩნდეს ეს კატასტროფა. არ არსებობს არც ერთ სფეროში კვალიფიციური კადრები, მაქსიმუმ 5-10 კაცი მთელს ქვეყანაში თითო სფეროში. რას ფიქრობთ ამის და სხვა მრავალის ფონზე? განიცადა კრახი "საქართველომ"? უბრალოდ რომ იცოდეთ, მალე ექიმი არ იქნება ამ ქვეყანაში. ჯერ ეხლა ვინ არიან და 20 წელიწადში, ჩათვალეთ საავადმყოფოში მისვლა უფრო საშიში იქნება ვიდრე ავადმყოფობისას არ მისვლა.
|