#54299163 · 1 Mar 2019, 15:25 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Intel
QUOTE | ბინაში რაც დენის კაბელები ერთდება ავტომატზე,შეიძლება ეგ თანმიმდევრობა ამერია და პირიქით დავუჭირე |
ეგ გამორიცხულია,მოკლე ჩართვა მოხდება რამე თუ არასწორად შეაერთე ,ხმაც ექნება,ბოლიც და სადმე კაბელს გაწყვიტავს. ავტომატი ისე დააყენე ონი ჩართვა მაღლა იყოს,გამორთვა დაბლა-ამის მერე მაღლა მხარეს შეაერთე ის კაბელი გარედან რაც შემოდის სახლში,დაბლა მხარეს შეართე სახლში -შტეფსელებზე რომელიც მიდის ის კაბელები. სავარაუდოდ ცუდი ავტომატი გიყენია,ამპერაჟი არ ყოფნის დატვირთვაზე და მაინც არ თიშავს. ასე დატესტე სახლის გაყვანილობა,ყველაფერი გამორთე(შტეფსელიდან გამოაძრე) სახლში შტეფსელზე რაცაა შეერთებულოი.ჩააქრე ყველა ნათურა და ამის მერე შეაერთე კაბელები ავტომატზე როგორც ზემოთ დაგიწერე ისე.შეერთების მერე სათითაოდ მოსინჯე ყველა ელექტრო ხელსაწყო,მაგალითად ჯერ მაცივარი შეაერთე და ავტომატს დაუგდე ყური რა რერაქცია ექნება,მერე გამორთე და ტელევიზორი შეაერთე,მერე ესეც გამოაძრე შტეფსელიდან და სხვა რამე მოსინჯე,სარეცხი მანქანა მაგალითად და ბოლოს ნათურებზე მიდი. ასე დაადგენ რომელი შტეფსელი ან ნათურის ჩამრთველი ატრაკებს. შეიძლება სადმე ჩაწყვეტაა და ოდნავ ეხება კაბელი ერთმანეთს. თუ სათითაოდ მოსინჯვას არ ქონდა შედეგი,მერე ორ შტეფსელში ჩართე ხოლმე ერთად ორი ელექტრო მოწყობილობა.მერე სამი ერთად და ასე შემდეგ.რამდენიმეს ერთად ჩართვაზე თუ ისევ ეგრე გააკეთა ავტომატმა,გადააგდე ეგ ავტომატი
This post has been edited by giorgevich23 on 1 Mar 2019, 15:36
--------------------
ოღონდაცა რაა[b] [/b]
|