#54310769 · 3 Mar 2019, 23:41 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სიგარეტი და თამბაქო - ცუდია. ამ ეტაპზე - მისი გაძვირების მიიჩნევა პრიორიტეტად, როცა ამდენი პრობლემის გამკლავება უწევთ მშიერ-მწყურვალ, მრავალმხრივ დაუცველ ადამიანებს - არის ამაზე უარესი.
ეს არის ჩემი ბოლო პასუხი პარლამენტის სამედიცინო კომიტეტში, კომისიაში თუ რაღაც ამგვარში მომუშავე ადამიანისადმი. (დიალოგი - კამათი სრული სახით დევს ”ფეისბუქზე” ჩემს პირად გვერდზე)
“”Elene Zhorzholadze” - ს
“სამედიცინო განათლებასთან რას მივა, მაგრამ არც სხვა გამხდარა ფილოლოგიის დოქტორი და პოეტი მზითვის გულისთვის და მეზობლების ჯინზე. საუნივერსიტეტო განათლებამ ბევრი რამ მასწავლა, მათ შორის, რის შესახებ, როდის და ვისთან ღირს კამათის გაგრძელება და ღირსეულად როგორ დავასრულო იგი, როცა მივხვდები, რომ უშედეგოა.
ასევე, როგორ ვიყო საპირისპირო აზრის გამომთქმელი მხარისადმი პიროვნულად - ბოლომდე კორექტული.
პოეტობა კი, ყველაფერთან ერთად, ნიშნავს არა ზემოდან - ქვემოთ, მსოფლიო თუ ლოკალური სამთავრობო ორგანიზაციებიდან, ინსტრუქციებითა და არც თუ სანდო სტატისტიკებით აწყობილი ჭოგრიტით დაბლა ცქერას, არამედ ადამიანიდან, ადამიანებიდან, მათი რეალური ყოფიდან მათივე სიღრმეებისკენ და ზოგად ადამიანური სიღრმეებისკენ სწრაფვას, საკუთარი თავისა თუ სხვათა შეცნობა-შეგრძნობის გზით და ამის ამოთქმას ლექსის ფორმაში.
ასეც შეიძლება ითქვას: პოეტობა - ეს არის მოწოდება ყველას და მათ შორის, ძლიერთა ამა სოფლისათა წინაშე:
არ დაგავიწყდეთ ადამიანი! არ დაგავიწყდეთ ადამიანი, რომელიც, საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, ვერასოდეს მოერგება ზემოდან მისთვის მოზომილ პროკრუსტეს სარეცელს! სულ ესაა!
კიდევ და მრავალგზის - წარმატებები ყოველ კეთილ საქმეში!”
This post has been edited by nino darbaiseli on 3 Mar 2019, 23:42
--------------------
როდესაც ადამიანები ამბობენ, რომ სიმართლე უყვართ, იგულისხმება მხოლოდ ის სიმართლე, რომელიც მათ სასარგებლოდ მეტყველებს. ...და ჩვენს სასარგებლოდ მეტყველი სიცრუეც - საყვარელი თუ არა, ადვილად ასატანი ხომ მაინც არის?
http://forum.ge/?showtopic=33836566&f=&st=420&#entry20646004
|