გამარჯობათ. ვარ ინვალიდთა და ვეტერანთა სოციალური დაცვის ალიანსის პრეზიდენტი. ფორუმის დახმარებით ერთერთმა ფორუმელმა გაგვიკეთა საიტი მაგრამ სამწუხაროდ ვეღარ ვუკავშირდებით და ვდგავრთ პრობლემის წინაშე. იშვიათად გვჭირდება სიახლეების ატვირთვა საიტზე და ამას ვერ ვაკეთებთ და არც დაფინანსება გვაქვს რომ გადავუხადოთ ვინმეს და გაგვიკეთოს საქმე. თუ ვინმეს შეგიძლიათ და გაქვთ სურვილი დაგვეხმაროთ მოგვწერეთ. და მოგაწვდით მართვის პანელის ლინკს და ყველა ინფორმაციას რაც გვაქვს საიტთან დაკავშირებით წინასწარ გიხდით დიდ მადლობას
კავშირი ,, ინვალიდთა და ვეტერანთა სოციალური დაცვის ალიანსი “ დაარსდა 2004 წლის 23 ივნისს.
კავშირის მიზანი და საქმიანობის სასგანი:
ჩვენი ორგანიზაცია აერთიანებს სხვადასხვა დაავადების მქონე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, მათ შორის არიან შაქრის დიაბეტით, ცერებრალური დამბლით, სპასტიური ჰემიპარეზით, ჰემოფილიით, ბეხტერვიტით, მინინგიტით, თირკმლის არ ქონით, ინსულტით, ხერხემლის დაზიანებით, გულის უკმარისობით, კიდურების არ ქონით და თავის ტვინის ტრამვით დაავადებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და აგრეთვე სმენა დაქვეითებული
გვყავს 650 მდე წევრი
http://uivsca.org.ge/ ესეც საიტის მისამართი
* * *
იქნებ ვინმემ გამოთქვას სურვილი და დაგვეხმაროს ძალიან ცოტა საქმეა წელიწადში 2 ჯერ რამოდენიმე ინფორმაციაა ასატვირთი და ფოტო სლ ესაა