1."კარგი"- ცნება კი არ არის, მდგომარეობაა. ხოლო ცნება არის ტერმინი, რომელიც ამ მდგომარეობას აღნიშნავს.
2. მდგომარეობა "კარგი" იქიდან არ გამომდინარეობს თავში რას "გიტენიან" ბავშვობიდან, არამედ რეალურად არსებული მოცემულობაა, რომელსაც აფასებ შენ, და აფასებს სამყარო. დიახ, ასეა. რადგან შენც ხარ და სამყაროც არის, და შენ სამყაროში ხარ, შენი "კარგი" მდგომარეობა (და "ცუდიც") ორმხრივად ფასდება- პირადად შენგან და იმ ყველა დანარჩენისგან რაც შენ არა ხარ, ანუ- სამყაროსგან (რომელშიც სხვა ადამიანებიც არიან).
3. შესაბამისად მხოლოდ შენი შეფასება შენი "კარგობის"- იქნება ცალმხრივი. ორივე შეფასება უნდა დაიდოს შენი და სამყაროს მხრიდან.
4.რა არის "კარგი"- ფიზიკური მოცემულობის მაგალითზე განვიხილოთ და უცებ გაიგებ. მაგ: "კარგად ყოფნა" ფიზიკური თვალსაზრისით ნიშნავს რომ ჯანმრთელად ხარ, არაფერი გაწუხებს ფიზიკურად, ანუ შენი სხეული არ განიცდის რაიმე ხარვეზს, ნაკლს (ხარვეზი არის ტკივილი) ჯანის სიმრთელის თვალსაზრისით. ანუ ხარ უნაკლოდ.
................................... ხომ გასაგებია ეს? ახლა შეფასება სამყაროს მხრიდან>>
შენ რომ კარგად ხარ, ე.ი. ეს ნიშნავს-- შენ ხარ ქმედუნარიანი და მოღვაწეობ, აკეთებ რაღაცას. სიტყვა აკეთებ- კეთება- კეთ-ილ-იდან გამომდინარეობს. ეს მორალური ცნებაა რომელიც მორალურ მდგომარეობას აღნიშნავს. და გამოდის:
- თუ კარგად ხარ, აკეთებ- ქმედებ მორალით, რაც ნიშნავს- სამყაროს მატებ კეთილს, ა-კეთებ. ამას განიცდის სამყარო და გიფასებს როგორც კარგს.
შესაბამისად- როცა კარგად არ ხარ (ფიზიკურად)- ამასაც განიცდის სამყარო, როგორც შენს ფუჭ მდგომარეობას , ვინაიდან როცა კარგად არ ხარ (ფიზიკურად), ვერაფერს ა-კეთებ, ხარ ფუჭად, ანუ აფუჭებ.

გასაგებია?
შესაბამისად სამყარო გეხმარება- სხვა ადამიანები, ბუნება თავისი რესურსით და ა.შ. რომ დროულად გახდე კარგად, რათა ა-კეთო.
...............
თუ გავიგეთ რომ "კარგი" რეალურად არსებობს და არავითარი "შეფარდებითი ცნება" არ არის, სრულიად კონკრეტული მდგომარეობაა, რაზეც ორმხრივი/ორმაგი/ დასკვნა იდება, ახლა რჩება საკითხი--- რა არის მტერი და როგორ არის კარგი "მუდამ მტრიანი".
როგორ არის რომ მუდამ გიწევს შენი "სიკარგის" დაცვა? და თუ არ დაიცავ-- მეორე სიბრძნე წამოვა შესახსენებლად: "არც კაცი ვარგა უმტერო, არც ეგრე- მტერმორეული"

არც ეგრე სწორხაზოვნად ადვილად გასაგებია ვაჟა.
თქვენ ვერ ატევთ აღდგომის მისტიურ ფენომენს სწორ გრამატიკულ ფორმაში.
(c) დათიკო