ოფიციალიური გამოკითხვით საქართველოს მოსახლეობის 95% მორწმუნეა (ქრისტიანი ან მუსლიმი),
მაგრამ ამ მოჩვენებითი მორწმუნეობის მიღმა რეალობა ისაა, რომ ხალხი პანტა-პუნტით იკეთებდა და იკეთებს აბორტს.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
http://www.geostat.ge/cms/site_images/_files/georgian/census/2002/I%20tomi%20-%20saqarTvelos%20mosaxleobis%202002%20wlis%20pirveli%20erovnuli%20sayovelTao%20aRweris%20Sedegebi.pdf
ოფიციალური გამოკითხვით ქართველი კაცების 76% აცხადებს, რომ თავისი სამშობლოსთვის იომებს.
ამ მაჩვენებლით ევროპის ყველა ქვეყანა უკან ჩამოვიტოვეთ "მამაცობაში".
მაგრამ ამ მოჩვენებითი მამაცობის მიღმა რეალობა ისაა, რომ თითქმის არავის უნდა ყაზარმაში სავალდებულო სამხედრო სამსახური
და 2008 წელს ტყვია რომ გავარდა, ვინ სად გარბოდა ღმერთმა იცის. რამდენიმე დღეში დაიყარა იარაღი.
მცოცავი ოკუპაციის წინააღმდეგ სერიოზული სამოქალაქო პროტესტის ორგანიზებაც ვერ მოხდა.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
რწმენა, პატრიოტიზმი, ზნეობა, მაღალი მატერიები, ჰაი, ჰუი,
მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, თითქმის ყველა საპირისპიროდ იქცევა.
ჰოდა რამდენად ბუნებრივია ასეთი ვითარება?
ზოგადად ფარისეველი ხალხი ყველგან ცხოვრობს, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება,
რომ საქართველოში განსაკუთრებით მაშტაბურია ეს ფენომენი. თითქოს კულტურის ნაწილია.
This post has been edited by androabuladze on 5 Mar 2019, 20:42