საქართველოს კონსტიტუციაში აისახება ჩანაწერი დემოგრაფიული მიმართულებით. დემოგრაფიული პოლიტიკა ხელისუფლებამ უმაღლეს სახელმწიფო რანგში აიყვანა. აღნიშნული ინიციატივა უმრავლესობის წარმომადგენელს დიმიტრი ხუნდაძეს ეკუთვნოდა, რომელიც გათვალისწინებული იქნა პარლამენტისა და მისი თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მიერ.„საქართველოს დემოგრაფიული აღორძინების ფონდის”თავმჯდომარე თამარ ჩიბურდანიძე პარლამენტის მიერ ზემოთ აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე, რომ კონსტიტუციაში შევიდეს ჩანაწერი დემოგრაფიული პოლოტიკის განხორციელების შესახებ, „მარშალპრესთან“ საუბრობს:
„პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ კონსტიტუციაში აისახოს დემოგრაფიული მიმართულებაც, როგორც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი ჩვენი ქვეყნისთვის. აღნიშნული ინიციატივა ეკუთვნის ბატონ დიმიტრი ხუნდაძეს და მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო მთელს პარლამენტს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, რომელიც მყისვე დათანხმდა ამ წინადადებას, და, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მადლობა ბატონ დიმიტრი ხუნდაძეს, რომელმაც დასვა ეს საკითხი.
საქართველოს კონსტიტუციაში ეს მიმართულება არასდროს არ ყოფილა ასახული, არათუ კონსტიტუციაში, არამედ არცერთ საკონონმდებლო დონეზე, უახლესი ისტორიის განმავლობაში, არცერთ სამთავრობო დადგენილებაში, არადა ბოლო 30 წელია საქართველოში სწორედ დემოგრაფიული პრობლემები მძვინვარებს. აღნიშნული საკითხი აისახება მე-5 მუხლში, სადაც საუბარია, რომ სახელმწიფო ზრუნავს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანებაზე, რომ სახელმწიფო ზრუნავს ქვეყნიდან გასულ საქართველოს მოქალაქეებზე, ანუ ემიგრანტებზე და ა.შ. სწორედ მე-5 თავში ჩაიდება ის, რომ სახელმწიფო ზრუნავს ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, რომელიც ფაქტობრივად ყველაფერს მოიცავს.
თქვენ იცით, რომ ერთი წლის წინ, წინა მოწვევის პარლამენტმა სწორედ ჯანდაცვის კომიტეტის ინიციატივით შეიმუშავა და პარლამენტმა მიიღო დადგენილება, საქართველოს დემოგრაფიული უსაფრთხოების კონცეფცია, სადაც სრულად არის ასახული ყველა მიმართულება, შედგება 4 პუნქტისგან, რომელიც უკვე გადაეცა მთავრობას, ჩვენ ველით მათი მხრიდან, თუ როდის დაიწყება სამოქმედო გეგმაზე მუშაობა და შეიქმნება კვალიფიციური ექსპერტებისგან შედგენილი ჯგუფი, რომელიც შექმნის შემდეგი 30 წლის სამოქმედო გეგმას, ანუ როგორ უნდა გამოვიდეს საქართველო დემოგრაფიული კრიზისიდან.
შარშან საქართველო უკვე შევიდა გარდაუვალი დემოგრაფიული კრიზისის ფაზაში, რომელიც გაგრძელდება სადღაც მინიმუმ 25 წელი. ეს ძალიან მძიმედ აისახება საქართველოს ყოფაზე, რადგან კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმას, რომ მოსახლეობა ეს არ არის მხოლოდ ციფრები, რაოდენობა. მოსახლეობა განაპირობებს ქვეყნის პოლიტიკას, ეროვნულ პოლიტიკას, განსაკუთრებით, აბორიგენი მოსახლეობა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ქმნიდა სახელმწიფო პოლიტიკას საქართველოში. ქართული ეთნოსი, სომხური ეთნოსი, ებრაელები, აზერბაიჯანელები და ა.შ. ყველანი ვინც საქართველოში ცხოვრობდნენ საუკუნეების განმავლობაში. ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ დემოგრაფიულ მდგომარეობასა და მის გაუმჯობესებაზე, ეს არ ეხება მხოლოდ ქართულ ეთნოსს, მიუხედავად იმისა, რომ დემოგრაფიული კლება მხოლოდ და მხოლოდ ქართულ ეთნოსს ეხება. ყველა ინიციატივა რაც შემუშავებულია ჩვენი ფონდიდან და რაც სახელმწიფომ შეიმუშავა და ხორციელდება, ეკუთვნის საქართვლოს ყველა მოქალაქეს, განურჩევლად მისი წარმომავლობისა.
საქართველოში კრიზისი ძალიან მძიმეა, ჯერჯერობით ერთი წელია დაიწყო, ეს რამდენიმე წელი გაგრძელდება, იქნება ძალიან მძიმე პერიოდი. რადგან იცით, რომ მიგრაცია არ წყდება ქვეყნიდან გასული მოსახლეობის. ახალგაზრდობა დიდი რაოდენობით გაედინება ქვეყნიდან და სწორედ ეს უნდა შეჩერდეს ყველაზე მეტად, მწარმოებელი ფენის და ახალგაზრდობის გადინება ქვეყნიდან.
11 ინიციატივა გაკეთდა, მაგრამ დიდი პაუზა გვაქვს, ამიტომ უნდა განახლდეს ინიციატივებზე მუშაობა. ამჟამად, პარლამენტი მუშაობს მრავალშვილიანების სტატუსსა და მათ სოციალურ პაკეტზე. თუმცა უნდა დაჩქარდეს ამაზე მუშაობა, რადგან ოჯახები გველიან. მრავალშვილიანი ოჯახები ელიან, რომ სახელმწიფო მათ დააფასებს და გაიღებს კონკრეტულ შეთავაზებებს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ბიუჯეტზე აისახება. აქ არ არის პატარა თანხებზე საუბარი, კოლოსალური თანხებია, რაც ვთქვათ მრავალშვილიანი ოჯახების უზუნველყოფას სჭირდება. ყველაფერი ერთად ვერ იქნება, ჩვენ ვცდილობთ რომ თითოეული ინიციატივა ყველა წელზე გადანაწილდეს და ეტაპობრივად მოხდეს ამ ოჯახებისთვის ყურადღების მიქცევა. მრავალშვილიანობა არ არის დემოგრაფიული პრობლემა, დემოგრაფიული პრობლემა არის მცირეშვილიანობა, მაგრამ მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება, ყურადღება, პატივისცემა სახელმწიფოს მხრიდან და არამხოლოდ მათი, ყველა საზოგადოებრივი ორგანიზაციის მხრიდან, იქნება უკვე სხვა ოჯახებისთვის წახალისება, რომ ისინიც გახდნენ მრავალშვილიანები.
ჩვენ დავდეთ ინიციატივა შობადობის წახალისებაზე, ეს არის სწორედ დემოგრაფიული ინიციატივა. 2014 წელს 6 რეგიონში სახელმწიფო ყოველ მესამე და შემდგომ ახალშობილზე იხდის თანხას 2 წლის განმავლობაში, ბარში 150, ხოლო, – მთაში 200 ლარის ოდენობით. მთაში, მთის კანონის მიხედვით, პირველ და მეორე ახალშობილზე დაემატა ფულადი დახმარება 1 წლის განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ 2016 წელს ჩვენ გვაქვს მთელ საქართველოში შობადობის კლება, ძალიან სერიოზული მატებაა მესამე და შემდეგ ახალშობილებში იმ 6 რეგიონში და განსაკუთრებით მთიან რეგიოენებში. ასე რომ ამ სოციალ – დემოგრაფიულ პოლიტიკის გატარებამ იმ 6 რეგიონსა და მთიან რეგიონებში, მოგვცა ძალიან დადებითი შედეგი. ხოლო კლება ეხება, პირველ და მეორე შვილებს, ანუ აქ აღარ გვაქვს იმის ფუფუნება ვისაუბროთ იმაზე, რომ ოჯახები გახდნენ მრავალშვილიანები. ჩვენ ვსაუბრობთ პირველ და მეორე შვილზე, ანუ რაოდენობა შემცირდა სწორედ პირველი და მეორე შვილებისა, ანუ შემცირდა ქორწინებათა რაოდენობა. ბუნებრივია, 2000 წლებში დაბადებული გოგონები, რომელიც ნახევარია 90 -იან წლებში დაბადებულებისა, სწორედ ის გოგონები შედიან ახლა დედობის ასაკში, აქ იკლებს ქორწინებათა რაოდენობა, შესაბამისად შობადობაც. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ სახელმწიფომ იმ მრავალშვილიანების პაკეტის შემუშავების შემდეგ უნდა დაიწყოს სერიოზული მუშაობა ქორწინების წახალისებაზე, ახალაგზრდა წყვილების დაოჯახებისთვის ხელშეწყობაზე. თუ გვსურს, რომ საქართველოში გამოვასწოროთ დემოგრაფიული მდგომარეობა, უპირველეს ყოვლისა, უნდა შეიქმნას რაც შეიძლება მეტი ოჯახი და ამის რესურსი, შობადის გაზრდის შანსი, სწორედ ამ არშემდგარ ოჯახებზეა დამოკიდებული.
ზოგადად წლის განმავლობაში დაბადებული ახალშობილების რიცხვი დაახლოებით 20%, 25% არის მხოლოდ მესამე და შემდეგი ახალშობილი, შეიძლება ამდენი არც იყოს, ყველაზე დიდი პროცენტული მაჩვენებლი მოდის პირველ და მეორე შვილზე. ანუ აქ გვაქვს ჩვენ დარტყმა და კლება, რომელიც ძირითადად შეადგენს ამ პროცენტულ მაჩვენებელს. აქედან გამომდინარე, სადაც ყველაზე დიდი პრობლემა გვაქვს, იქიდან უნდა დავიწყოთ და გავაძლიეროთ მუშაობა.
რაც შეეხება ქორწინების ხელშეწყობას, ჩვენ შევიმუშავეთ ამ საკითხთან დაკავშირებით ინიციატივები, პირველ რიგში, მაღალმთიან რეგიონებში, სადაც ფაქტობრივად დაცლილია მოსახლეობისგან. თუმცა მთის კანონმა მოგვცა არაჩვეულებრივი შედეგები წელიწადნახევრის განმავლობაში. დაახლოებით 2 000 პროექტი არის დაფინანსებული, ანუ ვინც მაღალმთიანი საწარმოს სტატუსი მიიღო. 1 700 სოფელმა მიიღო მაღალმთიანის სტატუსი, მოსახლეობა დედაქალაქიდან გაედინება მთიან რეგიონებში. მარტო ჩვენ ფონდში დაახლოებით 1 წლის განმავლობაში 100-მდე განაცხადი შემოვიდა, ვისაც სურს მთიან რეგიონებში წასვლა საცხოვრებლად, რომლებიც წარმოშობით მთიანი რეგიონებიდან არ არიან, ისინი დედაქალაქის მაცხოვრებლები, სხვა ქალაქების მაცხოვრებლები არიან, მაგრამ იმდენად მომხიბვლელია მათთვის მთის კანონი და იქ უკვე დადებული ეს ინიციატივები, უდიდესი შეღავათები, რომ ოჯახებს სურთ, წავიდნენ იქ საცხოვრებლად. ყველაზე მეტად გვახარებს ის, რომ ახალგაზრდა, მრავალშვილიანი ოჯახები გამოთქვამენ ამის სურვილს.
ჩვენი შეთავაზება ქორწინების წახალისებასთან დაკავშირებით იყო ის, რომ მაღალმთიან რეგიონებში, რა თქმა უნდა, გარკვეულ ასაკობრივ სეგმენტში, მოხდეს ახლადშექმნილი ოჯახების წახალისება არა ფულად ანაზღაურებით, რომელიც სერიოზულ რისკებს შეიცავს, არამედ სასოფლ-სამეურნეო პროექტების ან მცირე ბიზნეს პროექტების დაფინანსებით, ეს, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი შეღავათია. ჩვენ ამაზე ვმუშაობთ, არ გავჩერებულვართ და იმისაც გვჯერა, რომ ხელისუფლება წავა აღნიშნული ინიციატივის განხორციელებაზე“, – განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.
https://marshalpress.ge/archives/120215//////////
აგერ, ორბანმა (უნგრეთუს პრემიერმა) რავარი პროგრამა შექმნა!!!
უნგრეთი მრავალშვილიანი დედების საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებას გეგმავს
უნგრეთი მრავალშვილიანი დედების საშემოსავლო გადასახადისაგან მთელი ცხოვრების მანძილზე გათავისუფლებას გეგმავს.
პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანის თქმით ქალები, რომლებსაც 4 ან მეტი შვილი ჰყავთ საშემოსავლო გადასახადისაგან გათავისუფლდებიან და ეს ინიციატივა დემოგრაფიული ზრდის ხელშეწყობას ემსახურება.
ინიციატივის ფარგლებში ახალშექმნილ ოჯახებს 36,000 აშშ დოლარამდე უპროცენტო სესხის აღებაც შეეძლებათ და სამი შვილის გაჩენის შემთხვევაში გაუნულდებათ.შვიდპუნქტიანი გეგმა მომდევნო 3 წლის მანძილზე ქვეყანაში 21,000 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობას, ჯანდაცვის ბიუჯეტის 2.5 მილიარდი აშშ დოლარით ზრდას და სხვადასხვა სუბსიდიებს მოიცავს.
ორბანის აზრით ეს არის გზა ქვეყნის მომავლის დასაცავად, იმიგრაციაზე დემოკიდებულების გარეშე.
"დასავლეთისათვის ყველა დაკარგულ ბავშვზე ერთი მიგრანტი უნდა შემოვიდეს და ყველაფერი კარგად იქნება. უნგრელი ხალხი სხვაგვარად ფიქრობს. ჩვენ ციფრები არ გვჭირდება, ჩვენ უნგრელი ბავშვები გვჭირდება." თქვა მან.
არსებული სტატისტიკით, უნგრეთის მოსახლეობა წელიწადში 32,000-ით მცირდება. უნგრეთში შობადობა ევროპის საშუალო მაჩვენებელზე დაბალია.
http://www.tabula.ge/ge/story/144167-ungre...hrLWcwrEwVooahk This post has been edited by Lаki on 13 Feb 2019, 10:42
...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..
,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა... <3