#54329935 · 7 Mar 2019, 12:44 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
theodous
ინვესტორი როგორც წესი რაღაცა თანხობრივ მონაწილეობას შენგანაც ითხოვს, ჩვეულებრივად ეს შეიძლება იყოს 30 პროცენტი. მთლიანად რომ მან დააფინანასოს იდეა, საკმაოდ იშვიათად ხდება. მე მაგალითად მოვიძიე ინვესტორი, თუმცა სანაცვლოდ სტარტაპის წილის 75 პროცენტის დათმობა მომიწია, რაც იმ ეტაპსა და სიტუაციაში მიღირდა, თუმცა დღეს მაგ პირობაზე არ დავთანხმდებოდი.
ისე ჩემი რჩევა იქნება, თავად მოიძიე ფულადი საშუალებები, თU ღრმად ხარ იდეის წარმატებაში დარწმუნებული, ამ შემთხვევაში უფრო მოდეგებული ხარ. შემდეგ, როცა განვითარდებ და თუნდაც მინიმალურ მოგებაზე გადიხარ, თვითონ მოდიან ინვესტორები და ინტერესდებიან საქმიანობით და გაცილებით უკეთეს პირობებს გთავაზობენ პირველ ეტაპთან შედარებით.
|