პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რეორგანიზაცია ჯერ კიდევ მიმდინარეობს. როგორც ცნობილია, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან 61 თანამშრომელი უკვე გათავისუფლდა. ამჟამად მესამე ეტაპი მიმდინარეობს, რის შემდეგაც ადმინისტრაციაში სულ 60 თანამშრომელი უნდა დარჩეს.
როგორც ჩვენთვის ცნობილია, გათავისუფლებულ თანამშრომლებს შორის სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობი ანი ჩირაძეც (ჩიკა) მოხვდა. იგი პრეზიდენტ მარგველაშვილთან არსებულ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოში მუშაობდა, რომელიც ახალი კონსტიტუციით გაუქმებას დაექვემდებარა.
საბჭო 16 ნოემბერს გაუქმდა, რის შემდეგაც ანი ჩირაძემ "ფეისბუქზე" სამსახურში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა წარწერით: "#გაუქმებულინაშრომი", რაშიც, სავარაუდოდ, სწორედ მისი სამსახურის გაუქმებას გულისხმობდა. როგორც ცნობილია, ჩირაძე უშიშროების საბჭოში იმ დროიდან მუშაობდა, რაც საბჭოს მდივნად ირინა იმერლიშვილი დაინიშნა.
ასევე ცნობილია, რომ ჩირაძე და იმერლიშვილი მეგობრობენ.
https://www.palitravideo.ge/yvela-video/sho...-msakhiobi.html----
უშიშროების საბჭოა, ნუცას სკოლა თუ ნინიას ბაღი?
ისეთი ტიპები მუშაობენ პისტოლეტს ავტომატისგან ვერ გაარჩევენ
ის მეორე კრიზისების საბჭოც ანალოგიური, მოსიარულე გვამების სასაფლაო
მე მომწონს მიშა, მაგრამ არ მომწონს მიშისტები, ისინი მას არ გვანან (c) ჩემით მოვიფიქრე