ვიღვიძებ დილის 6 საათზე. სულ სადღაც 4 საათი მეძინა. გავდივარ ბეთანიისკენ: უნდა დავათვალიერო მიდამო და სამისთვის უნდა დავბრუნდე უკან, რადგან ჩემებს უნდა მივცე მანქანა: გადიან ქალაქგარეთ. არაფერი რთული ერთი შეხედვით.
1. ორ საათზე გამოვდივარ და ვხედავ დაბების შესავლელი არის გადათხრილი: გზა არის აყრილი მთლიანად: ახალს აგებენ.
მეთქი ორივე ზოლი რომ აყარეთ: ჯერ ერთი აგეყარათ და მერე მეორე. ნუ ნერვიულობ მალე დავაგებთო

ნამეტანი ბეჯითი ტრაქტორისტი იყო. მეტი ლუდი არ დაგელიოთ მეთქი დღეს და წამოვედი შემოვლითი გზით.
12 კილომეტრი ვაფორთხე მანქანა. 1 საათი მოვუნდი. კაი მე ჯანდაბას: სასწრაფო ან სახანძრო რომ მოადგეს რას აპირებდნენ არ ვიცი.
2. ამირეჯიბის ესტაკადაზე არის საშინელი საცობი. ზოოპარკის ბოლოდან მოედნამდე: ქართველები ერთმანეთს გზას არ უთმობენ წრიულზე.
შაბათია, დღის სამი საათი

4 წუთის გასავლელი გზა დავფარე 16 წუთში.
3. ჩამოვედი სანაპიროზე. მარჯვენა სანაპიროზე გაჩერებულია ყველაფერი. ორი თურქული ტრაილერია წინ: ტრანზიტული. თბილისში კიდევ ტრანზიყული მოძრაობა აკრძალულია!!!!!!!!!!!! მეთქი ესენი არიან დამნაშავეები და ამ დროს მოვკარი კვამლს თვალი. ეეჰ, მეთქი ავარიაა.
4 მანქანა იყო დალეწილი. რეინჯროვერს უკანა მარჯვენა ბორბალი ქონდა მოგლეჯილი, აუდს და ვოლკსვაგენს ბამპერები დალეწილი, ნაწილები და ზეთი მთელ გზაზე. პასატი იყო მგონი: ხეზე პირდაპირ დატაკებული და ცეცხლწაკიდებული. ყველა გადარჩა მგონი საბედნიეროდ. აქ 5 წუთის გზის გავლას მოვუნდი მინიმუმ 10 წუთი.
ანუ გამოვიდა, რომ ღმერთისგან ბოძებულ წმინდა დღეს. მე ვიღაც ბედოვლათების გამო დავკარგე , ჩემი ცხოვრების ერთ საათზე მეტი და 10 წუთი მოვისმინე ლექცია უმფროსებისგან, რომ არ უნდა დავაგვიანო

არ არიან ახლა ამ ვაკხანალიის მომწყობნი საპნიანი პირსახოცით საცემები?

თუ კი მე და უამრავი ჩემნაირი პატივს სცემს სხვის დროს და ენერგიას. ვხედავთ ქალი მოდის ბავშვებით , ვხედავთ მანქანის გამოყვანა უჭირს ტიპს, ვხედავთ სასწრაფოა, ვხედავთ პტრულია. ხომ შეძილება გზებზე მაინც ვიმოძრაოთ შეგნებულად და ერთმანეთს ამ მხრივ პატივი ვცეთ, რომ დაბრკოლებები არ შევუქმნათ? ნუ რა გახდა ბოლო-ბოლო.
გაქანებული გენოციდია: წელიწადში 600 მეტი დაღუპული გზებზე. ხო ვიცი ახლა აძვრება ვიღაცა ხეზე და ატყდება მერე სხვის დასანახად: დედა რა ბიჭები, და დედა რა ახალგაზრდები, და დედა ანგელოზები. არც სამძიმარი შეეშლბათ და არც სიტყვა-პასუხი ვინმეს.
მაგრამ შველის ეს საქმეს?
მანდაც ახალგაზრდები იდგნენ და ნერვიულად ეწეოდნენ სიგარეტს. 4 ფოი-ფოი მანქანა არის დალეწილი. ერთი დაიწვა საერთოდ.
ვინმემ დადეთ რა სტატია თუ წააწყდით სადმე. ამ გადაჭედილ ქალაქში ეს როგორ უნდა გააკეთო კაცო? რეინჯროვერის უზარმაზარ ჯიპს რა ძალით შეასკდა ტიპი , რომ უკანა მარჯვენა საბურაბი მოტეხა და გიტარაზე დასვა ამხელა მანქანა?
18-21 წლამდე გაუშვან პრობაციაზე და ატარონ გამოცდებზე. არ გაივლის 350 საათი ინტრუქტორთან ერთად ქალაქში და ვერ მიიღებს მართვის მოწმობას. მართვის მოწმობა სრული: 21 წლიდან. 18-21 წლამდე იარონ კაცო ფეხით. სტუდენტს რად უნდა რეგულარულად მანქანა?
ვისაც კიდევ მაგ ასაკში ოჯახი ყავს სარჩენი: ან დისტრიბუციაზეა ან სხვა. წარმოადგინოს ცნობა და დაუშვან გამონაკლისის სახით მკაცრი გამოცდის შემდეგ.
თან ეს ხდება პატრულით სავსე ქალაქში: სანაპირო, დიდუბე, დადიანი სავსე იყო პატრულით.
აღარ შეიძლება რა ასე მართლა. არანაირ ჩარჩოში არ ჯდება ეს.
წყარო 112-დან:
https://www.youtube.com/watch?v=IdS9wdjQEkg
Smile man . . . God loves you . . . .
Don't want to die? Don't be born . . .
If u are walkin' through hell . . . Keep walkin' . . .
"De Woch fangt scho guat o "