#54332988 · 7 Mar 2019, 22:34 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ზოგჯერ ცხოველები იმაზე მეტად ადამიანურად იქცევიან, ვიდრე ჩვენ, ადამიანები,, მაგალითად ძაღლები ხშირად ძალიან გულმოწყალენი არიან და არა მარტო თანამოძმის მიმართ. ვაიზი ქუჩის მაწაწალა ძაღლია,იგი იკვებება სამნაგვეზე დაყრილი საკვებით ან რასაც გულმოწყალე ადამიანები გაიმეტებენ.ქუჩაში ცხოვრება რთულია, ვაიზი კი კეთილი ძაღლია და ეს კიდევ მეტად ართულებს მის ყოფას, ხშირად უწევს გაქცევა მანქანებისგან, ბოროტი ადამიანებისგან, ცუდი ამინდისგან, ერთხელ იგი შეხვდაკრისტინას, გოგონას, რომელმაც ბევრი უსახლკარო ცხოველი შეიფარა და ისხნა სიკვდილისგან. როდესაც გოგონამ ვაიზი შენიშნა, სოსისით გაუმასპინძლდა,ძაღლმა კუდის ქიცინით გადაუხადა მადლობა და სოსისიანად სწრაფად გაიქცა, გოგონა უკან გაჰყვა, შორს არ წასულა ძაღლი, იქვე ქუჩის კუთხეში შეუხვია, კრისტინას გულის ამაჩუყებელი სანახაობა გადაეშალა თვალწინ, - სახლის ძირში ნაცემი კატა იწვა, იგი ისე იყო ნაცემი, ჭამაც არ შეეძლო წესიერად, ვაიზიმ მას მიუტანა სოსისი,- გამასპინძლება სცადა. კრისტინამ ორივე წაიყვანა, აჭამა, უმკურნალა,მერე კი კეთილ ადამიანებში ჩამოარიგა,
--------------------
///Intel Pentium 166Mhz///40Mb Ram///4Mb Ati///8GbHDD/// ...
|