რიყიდან მშვიდობის ხიდს გადახვალ თუ არა, მარჯვნივ შანგრილაა და პირდაპირ ერეკლე მეორის გაპარტახებული ქუჩა იწყება. აღარც მახსოვს მერამდენე წელი და მერამდენე ხელისუფლებაა უკვე და ეს ქუჩა ახლად ნაომარს გავს. ოდესღაც დაწყებული და მიტოვებული მშენებლობები. კაცს გული მოუკვდება ამისთანა მოუვლელობაში.
რომ იტყვიან, მტერს გულს ვუხარებთ.
ხშირადაა, ვაზიარებთ სურათებს დანგრეული სოხუმიდან და ვადარებთ განახლებული ბათუმისას და ვამაყობთ, რომ ქართულმა სახელმწიფომ შეძლო ის, რაც რუსეთმა ვერა. აქ კი რა ხდება. დარწმუნებული ვარ აფხაზეთშიც ზიარდება თბილისის ტურისტული ცენტრის სურათები წარწერით - ქართველებს თავისი ქალაქისთვის ვერ მოუვლიათ და ა.შ.
საქმეს ამძაფრებს ის, რომ ამ გაპარტახებულ ქუჩაზეა მმართველი პარტიის ოფისი და იმაე საუბარი, რომ ან ბატონმა ბიძინამ არ იცის, ან რომელიმე მინისტრმა, ან რომელიმე პარლამენტარმა და ა.შ. არის უადგილო.
ბატონო კახი (კალაძე), გვეშველება რამე?
მიშას სანატრელს რატომ გვიხდით.







"არ არსებობს სამყაროში ბოროტება, რომელიც ქოცმა არ დაიჯეროს თუ ნაცებზეა ლაპარაკი, და არ არსებობს სისულელე, რომელიც ნაცმა არ დაიჯეროს თუ საქმე ქოცებს ეხება.”