9,189,600,000 ლარი, სწორედ ამ მოცულობის თანხამ გაიარა 2018 წლის განმავლობაში საქართველოს სავალუტო ჯიხურებში. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მათ აღნიშნული პერიოდის განმავლობაში მოგების სახით 12,700,000 ლარი გამოიმუშავეს.
კვლევის მიხედვით, გასული წლის განმავლობაში სავალუტო ჯიხურების მომსახურებით სულ 6,700,000-მა ადამიანმა ისარგებლა, რაც ნიშნავს რომ საშუალოდ დახურდავებული თანხის მოცულობამ 1371 ლარი ანუ დაახლოებით $510/€450შეადგინა.
ანგარიშის მიხედვით, ამ 6.7 მილიონი მომხმარებლიდან 5.5 მილიონი საქართველოს მოქალაქე, 1.1 მილიონი კი უცხოეთის მოქალაქე იყო.
გადახურდავებული ვალუტების განაწილება ასეთია:
დოლარი:
ყიდვა- $919 მილიონი დოლარი, გაყიდვა - $904 მილიონი დოლარი;
ევრო:
ყიდვა - 279 მილილიო ევრო, გაყიდვა - 292 მილიონი ევრო;
სხვა ვალუტები (ჯამურად ლარში)
ყიდვა - 1.3 მილიარდი ლარი, გაყიდვა - 1.4 მილიარდი ლარი.
2018 წელს საქართველოში 739 ერთეული ვალუტის გადამცვლელი პუნქტი (კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი ერთეულების გარეშე) ფუნქციონირებდა, რომლის 37,6 პროცენტი ქ. თბილისში, 31,3 პროცენტი - აჭარაში, 8,9 პროცენტი იმერეთში, 8,5 პროცენტი ქვემო ქართლში, 3,9 პროცენტი კახეთში, 3,2 პროცენტი სამეგრელოზემო სვანეთში, ხოლო 3,7 პროცენტი დანარჩენ რეგიონებშია განთავსებული:
https://www.bm.ge/ka/article/2018-wels-sava...mln-aiges/31964