“ევროპული საქართველოს” წევრი გიგა ბოკერია დაინტერესდა, საქართველომ 8 თვის განმავლობაში რატომ ვერ მოახერხა ელჩის დანიშვნა.
ამ კითხვით ბოკერიამ საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს ევროპასთან ინტეგრაციის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მიმართა, სადაც ზალკალიანმა 2019-2022 წლების საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგია წარადგინა.
“ელჩი არ გვყავს დიდი ხანია, ვაღიარებ. კანდიდატურასთან დაკავშირებით გვსურდა, რომ იყოს ძალიან კვალიფიციური კანდიდატი… ხდება ხოლმე”, – თქვა დავით ზალკალიანმა.
გიგა ბოკერიამ ხაზი გაუსვა, რომ საფრანგეთამდე საქართველომ წელიწად-ნახევრის განმავლობაში ვერ დანიშნა ელჩი შვედეთში.
“საფრანგეთში ელჩს ვერ ნიშნავთ და ამ დოკუმენტში გიწერიათ, რომ კოსმოსის აქტიურ მილიტარიზაციაზე აპირებთ ფოკუსირებას. მანდ რას აპირებთ, მაინტერესებს. ელჩს რომ დანიშნავთ 8 თვის შემდეგ, მერე მობრძანდით და მოგვახსენეთ კოსმოსის მილიტარიზაციის გეგმების შესახებ”, – მიმართა ბოკერიამ ზალკალიანს.
http://netgazeti.ge/news/348630/?fbclid=Iw...OJ-jNEu7ENiPvaY