თაკო ჩარკვიანი - ქვეყანა გიორგი ვაშაძისნაირ პოლიტიკოსებს უნდა მოეპოტინოს და გაუფრთხილდეს
15:08, 17.03.2019
გიორგი ვაშაძე ძალიან ძლიერი და მოწესრიგებული პოლიტიკოსია,- ამის შესახებ პარტიის „კანონი და სამართალი“ თავმჯდომარემ, თაკო ჩარკვიანმა პოლიტიკური გაერთიანება „ახალი საქართველოს“ რიგგარეშე ყრილობაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ახალ საქართველოს ზუსტად გიორგი ვაშაძისნაირი პოლიტიკოსი სჭირდება.
„ისედაც ველოდები ხოლმე ამ პოლიტიკოსის გამოსვლას, ძალიან ძლიერი პოლიტიკოსია. ხედავთ, რომ მოწესრიგებული ყრილობაა და სწორედ ასეთია ეს პოლიტიკოსი. ზუსტად ეს სჭირდება ახალ საქართველოს. გაერთიანების დროა, როგორც არასდროს, ქვეყანა არის კრიზისში და ვფიქრობ, აქ მყოფი ყველა პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ ახლა გაერთიანებული საქართველოს დროა. ეს არის პირობა ყველასთვის, კოალიციური მთავრობა უნდა მოვიდეს. აქ რომ შემოვედი, გადავხედე პოლიტიკურ სპექტრს და პირველი ვინც შემხვდა, იყო გიორგი ვაშაძე, გრიგოლ ვაშაძე, მამუკა გამყრელიძე. რა თქმა უნდა, სწორედ ამათ იციან საქმე და არა იმ უსუსურებმა, ვინც პარლამენტში სხედან. იუსტიციის სახლის აღმშენებლობა პირდაპირ უკავშირდება გიორგი ვაშაძეს და შესაბამისად, თითოეულ ასეთ პოლიტიკოსს უნდა მოეპოტინოს და გაუფრთხილდეს ქვეყანა“,-განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
პოლიტიკური გაერთიანება „ახალი საქართველო“ სასტუმრო „ბილტმორში“ რიგგარეშე ყრილობას მართავს.
https://1tv.ge/news/tako-charkviani-qveyana...OWtKvxyQKJHs-6sპ.ს.
ლელა კაკულიას შვილმა თაკო ჩარკვიანის პარტია დატოვა ლელა კაკულიას შვილმა თაკო ჩარკვიანის პარტია დატოვა - "ჩვენი შეხედულებები ერთმანეთს არ ემთხვევა"
23:25 / 15-03-2019
ლელა კაკულიას შვილმა თაკო ჩარკვიანის პარტია დატოვა, თამარ პატარაია "კანონი და სამართლის" წევრი სულ ცოტა ხნის წინ გახდა, თუმცა გუნდი "იდეური სხვაობის" გამო დატოვა.
პატარაიას განცხადებას ლელა კაკულია "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ავრცელებს :
"მეგობრებო,
მინდა საზოგადოებას ვაცნობო, რომ, გამომდინარე იდეური სხვაობიდან, დღეს მე დავტოვე პარტია „კანონი და სამართლის“ რიგები.
სამწუხაროდ, ჩვენი შეხედულებები და მიმართულებები რამდენიმე საკვანძო საკითხში ერთმანეთს კატეგორიულად არ ემთხვევა, რის გამოც მივიღე კიდეც ეს გადაწყვეტილება.
მადლობას ვუხდი „კანონი და სამართლის“ დამფუძნებელ ქალბატონ თაკო ჩარკვიანსა და პარტიის წევრებს ამ მოკლე ხანში მიღებული გარკვეული გამოცდილებისთვის და წარმატებებს ვუსურვებ შემდგომ საქმიანობაში.
P.S. აქვე მინდა განვმარტო შემდეგი: ეს ნაბიჯი არანაირად არ უკავშირდება პოლიტიკაში (და კონკრეტულად აღნიშნულ პარტიაში) ჩემი გამოჩენისადმი საზოგადოების ერთი ნაწილის უარყოფით დამოკიდებულებას. დიახ, მე ვუსმენ ჩემი ხალხის ხმას, მაგრამ ეს ის შემთხვევა არ არის, როდესაც მე მავანთა აზრი უნდა გავითვალისწინო.
ჩემს მხარდამჭერებსა და კეთილის მსურველებს კი, დიდ მადლობას გიხდით ნდობისა და გვერდში დგომისთვის!!"
https://www.ambebi.ge/article/232511-lela-k...ts-ar-emtxveva/ This post has been edited by Choncxis mzera on 18 Mar 2019, 16:53