მოკლედ, ამ რამდენიმე დღის წინ EU-ს პარლამენტმა მიიღო კანონი ციფრული საავტორო უფლებების შესახებ, სადაც სხვა რამეებთან ერთარ არის ორი ძალიან წინაღმდეგობრივი მუხლი: Article 11 და Article 13
და რომელიც დიდი ალბათობით მოკლავს ევროპაში თავისუფალ ინტერენტს როგორც ასეთს და დაიწყება დიადი ცენზურის პერიოდი, როგორიც უკვე გვაქვს ჩინეთში და აშუშუში.
Article 13 approved: What are the EU copyright law amendments?How #Article13 is like the Inquisition: John Milton Against the EU #CopyrightDirectiveაგერ სავარაუდოდ ყველაზე კარგი მიმოხილვა, ნახევარი წლის წინანდელი სანამ ჯერ კიდევ არ იყო ეს კანონი მიღებული:
ორივე სადაო მუხლია გაშლილი + პოლიტიკური საფუძველი 07:09-დან.
როგორც პირველ ვიდეოშიცაა ნახსენები, ეს ყველაფერი როგორც ჩანს არის EU-ს მცდელობა შეინარჩუნოს შიდა პოლიტიკური ზეგავლენა და დაუპირისპირდეს აშშ-ს. პლუს რათქმაუნდა ევროპული კორპორაციებიც აქტიურად მხარს უჭერენ ამ ყველაფერს საკუთარი ბენეფიტების მიზეზით.
ანუ win-win სიტუაციაა: კორპორაციებს მეტი მოგება და ნაკლები კონკურენცია; პოლიტიკოსებს - ძალაუფლების გაზრდა/შენარჩუნება და საზოგადოების მეტი კონტროლი + საგარეო კონკურენცია.
მოკლედ, ჯერ აშშ/ჩინეთი და ახლა ევროპაც - ცენზურის ახალ ისტორიულ ეტაპზე გავდივართ.
მთავარი რაც განასხვავებდა დასავლეთს სსრკ-სგან იყო თვითგამოხატვის თავისუფლება, და აწი ეგეც აღარ იქნება მალე.
დარჩება მხოლოდ სახელმწიფო ძალადობის აპარატი + კორპორაციები.
რავი რავი, ნამეტანი ბევრი დისტოპიური წიგნები/ფილმები მაქვს ნანახი რომ სხვანაირი დასკვნა გამოვიტანო ამ ყველაფრიდან :/
პ.ს. ამ ყვეალფრის ინიციატორი დიდი ალბათობით არის გერმანია: ანუ მათი მორიგი მცდელობა რომ შექმნან საკუთარი იმპერია, ამჯერად ეკონომიკური და თან EU-ს სახელს ამოფარებულად.
ტყუილად კი არ არის რომ გერმანული კორპორაციები და მერკელი ლობირებდნენ ამ კანონის გატანას.
თანაც კარგად ჯდება სცენარში: სსრკ-ს დაშლის შემდგობი გერმანული ბიზნეს ექსპანსია აღმოსავლეთ ევროპაში, EU-ს შექმნა და ლიდერის პოზიციაზე გასვლა და ასევე ბოლო წლებში "მიგრანტების კრიზისი"-დან მიღებული უზარმაზარი ეკონომიკური სარგებელი და პოლიტიკური გავლენის გაფართოვება.
ასე რომ, დიდი და ცუდი ცვლილებების ეპოქაში ვცხოვრობთ მეგობრებო
მითუმეტეს ჩვენ, ჩვენი საშინელი ადგილმდებარეობის გათვალისწინებით : //
* * *
.
უი უი ეს სად გამიხსნია
Saturn, გაუშვი რა საერთაშორისოში
This post has been edited by nick_el_son on 28 Mar 2019, 16:59