Hermosa
Super Crazy Member +

      
ჯგუფი: Members
წერილები: 18573
წევრი No.: 206810
რეგისტრ.: 24-August 15
|
#54385666 · 18 Mar 2019, 16:13 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოქალაქეთა განცხადებების გაცნობასაც ვერ ვასწრებ - სოციალური მუშაკები გაფიცვას აანონსებენ ორშაბათი, 18 მარტი, 2019 - 12:27 0 კომენტარი 227 წაკითხვა 61 0 0 G+ 0
ფოკუსში რობერტ საპოლსკი ნეიროენდოკრინოლოგია აგრესიის, სექსუალური ორიენტაციის და გენდერის ბიოლოგია - ინტერვიუ რობერტ საპოლსკისთან
საბანკო რეგულაციები "სული კბილით გვიჭირავს" - სესხების გაცემის შეზღუდვამ ბიზნესი დააზარალა ბერნარდო სტროცი ''ერატოსთენე ასწავლის ალექსანდრიაში'' ერათოსტენე როგორ გამოითვალეს დედამიწის გარშემოწერილობა 2200 წლის წინ?
თიბისი ბანკის საქმე ეროვნული ბანკი მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გადაყენებას ითხოვს
განათლება ანტისანიტარია საჯარო სკოლებში - ომბუდსმენი მდგომარეობას საგანგაშოდ მიიჩნევს (ფოტოები) პოპულარული რობერტ საპოლსკი აგრესიის, სექსუალური ორიენტაციის და გენდერის ბიოლოგია - ინტერვიუ რობერტ საპოლსკისთან 6149 ნახვა ქეთი დევდარიანი 2820 ნახვა მეხანძრეებმა დიდ დიღომში ცეცხლმოკიდებული საწყობიდან ლეკვები გამოიყვანეს 2623 ნახვა ემზარ კვიციანი: ხშირად ქალი ღალატობს ქმარს, აქ რომ ხდება ძალადობა შეიძლება ამის გაგება 2454 ნახვა ემზარ კვიციანი: საბჭოთა კავშირის დროს ყველაზე დიდი თანასწორობა იყო 1767 ნახვა ავსტრალიელ სენატორს, ინტერვიუს დროს მოზარდმა თავზე კვერცხი დაახალა - ვიდეო 1646 ნახვა საბერძნეთში საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს, მათ შორისაა ე.წ. კანონიერი ქურდი "თავა" 1412 ნახვა ბათუმში დელფინის მოკვლისთვის პირი 40 900 ლარით დააჯარიმეს 1305 ნახვა ალექსანდრ მაქქუინის გამორჩეული ნამუშევრები [გალერეა] 1204 ნახვა
ფოტო: ტაბულა სოციალური მუშაკები გაფიცვას აანონსებენ.
იმ შემთხვევაში, თუ იმ მოთხოვნების შესრულება არ დაიწყება, რომლებიც სოციალური მომსახურების სისტემაში ძირეული ცვლილებების გატარებას ემსახურება, სოციალური მუშაკები 25 მარტს გაიფიცებიან.
მათ ფეისბუქზე კამპანიაც დაიწყეს - ისინი ყვებიან, რატომ გეგმავენ გაფიცვას:
თამარ ვეზდენი, მარიკა კვიციანი ჩვენ ვიფიცებით, რათა სოციალურმა მუშაკებმა ღირსეულად შევძლოთ დაკისრებული სამუშაოს შესრულება. რაც ხშირ შემთხვევაში შეუძლებელია, რადგან მთელ დღეს კარგავ მხოლოდ იმ რესურსის მოძიებაში როგორ, რით მიაღწიო მისამართზე! ვიფიცებით, რათა აღმოფხვრას სისტემამ ის უამრავი ხარვეზი რის წინაშეც ყველა სოციალური მუშაკი შიშველი ხელებით და მხოლოდ საკუთარი თავის იმედით დგას! სოციალური მომსახურების სააგენტოს წალკის რაიონული განყოფილების სოციალური მუშაკები თამარ ვეზდენი და მარიკა კვიციანი
მაია აბულაძე ვიციფები იმიტომ, რომ ფენილკეტონურიით დაავადებულ მცირეწლოვან ბენეფიციარს სახელმწიფო ზრუნვის ფორმა ვერ ვუნახე. ყველა მიმღები უარს მეუბნება. 480 ლარი ამ ბავშვის 5 კოლოფი საჭმელია. სპეციალურ საჭიროების ჩამონათვალში კიდევ ეს კოდი გათვალისწინებული არ არის და როცა ჩემს ზემდგომებს დახმარება ვთხოვე, პასუხი არ მიმიღია. მაია აბულაძე, ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის სოციალური მუშაკი
ზოია შეხოვცევა ვიფიცები იმიტომ, რომ ვიყო მეტად მობილური, მყისიერი და დაცული სოციალური მუშაკი. ბენეფიციართან მისაღწევად არ მჭირდებოდეს 10 კილომეტრის ფეხით გავლა ტყეში, მარტოს.. ზოია შეხოვცევა, გარდაბნის რაიონული განყოფილების სოციალური მუშაკი
თამარ კვიტაიშვილი მე ვიფიცები იმიტომ, რომ ჩემი სამუშაო გრაფიკი და დატვირთვა სცილდება ყველა ადამიანურ,ფიზიკურ და ფინანსურ რესურსებს. მე ვიფიცები იმიტომ, რომ შეუძლებელია წვიმაში, ქარში, თოვასა და გაუსაძლისს სიცხეში ელოდო ტრანსპორტს რამოდენიმე საათი ქუჩაში,სადაც შეიძლება ელემენტარული მოქალაქეთა მოსაცდელიც არ არსებობდეს. მე ვიფიცები რათა დავიცვა ჩემი ბენეფიციარების და ჩემი უფლებები... თამარ კვიტაიშვილი სოციალური მომსახურების სააგენტოს თერჯოლის რაიონული განყოფილების სოციალური მუშაკი
მზევინარ ღაჭავა მე ვიფიცები იმიტომ, რომ ვარ სოციალური მუშაკი და არაადამიანური დატვირთვის გამო არ მეძლევა სოციალური სამუშაოს განხორციელების საშუალება. მე ვიფიცები იმიტომ, რომ საპროცესო წარმომადგენლობის შესრულებამ გადაამტვრია სოციალური სამუშაოს "ხერხემალი". მე ვიფიცები იმიტომ, რომ „აი, აქ ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს“ . მზევინარ ღაჭავა- იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სოციალური მუშაკი
თაკო ღარიბაძე მე ვიფიცები, იმიტომ რომ გადის დღეები და მოქალაქეების განცხადების გაცნობასაც ვერ ვასწრებ საქმეების ურიცხვი რაოდენობის გამო.გამუდმებით ერთი შემთხვევიდან მეორეზე გადავრბივარ, საქმე სახლში მიმაქვს და იქაც ვერ ვასწრებ. ეს არ არის სოციალური მუშაობა! თაკო ღარიბაძე, გლდანი-ნაძალადევის სერვის ცენტრის სოციალური მუშაკი
სოციალურმა მუშაკებმა პროტესტი რამდენიმე კვირის წინ დაიწყეს. მიზეზი მრავალია:
თვეში დაკისრებული ათობით ახალი საქმე, ცოტა სოციალური მუშაკი, ბენეფიციარების მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის აუცილებელი სერვისები (თავშესაფრების, ფსიქოლოგის, მიმღები ოჯახების და სხვა) არარსებობა ან სიმწირე, რის გამოც მრავალი მნიშვნელოვანი შემთხვევა სათანადო რეაგირების გარეშე რჩება და ზოგ შემთხვევაში ფატალური შედეგებითაც სრულდება, ასევე, მათზე დაკისრებული ბევრი უფლება-მოვალეობა, რომლებიც სოციალური მუშაკების კომპეტენციას სცდება.
როგორც სოციალური მუშაკები ამბობენ, ბენეფიციარების დახმარებას ხშირად სახელმწიფო სისტემის მიღმა, თავიანთი პირადი კონტაქტების, ფინანსური და სხვა რესურსის ხარჯზე, უდიდესი ძალისხმევის ფასად ახერხებენ.
სოციალურმა მუშაკების მოთხოვნათა ნაწილი:
გაიზარდოს სოციალური მუშაკების რაოდენობა ყველა სერვის ცენტრში, რომ თითო სოციალურ მუშაკს თვეში მაქსიმუმ 50 საქმე დაეწეროს; გაიზარდოს ფსიქოლოგების რაოდენობა; გაიზარდოს სოციალური მომსახურების სააგენტოში დასაქმებული იურისტების რაოდენობა; თითოეულ სოციალურ მუშაკს ჰქონდეს პერსონალური კომპიუტერი და დოკუმენტების შესანახი დახურული სივრცე, კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის მიზნით; თითოეულ ცენტრში გამოიყოს სპეციალური ადგილი, სადაც დაცული და დაარქივებული იქნება მეურვეობა/მზრუნველობის და სოციალური პროგრამების მიმართულებით წარმოებული საქმეები; ყველა ცენტრი ადაპტირდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის; სოციალური მუშაკები უზრუნველყოფილები იყვნენ სამედიცინო დაზღვევით და ჰქონდეთ ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულების სარგებლობის უფლება; სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს მაქსიმალურად იქნას დაცული სოციალური მუშაკების პირადი უსაფრთხოება. სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვის-ცენტრები აღიჭურვოს უსაფრთხოების სისტემებით. სოციალური მუშაკები ასევე ითხოვენ, შეიქმნას ჯგუფი, რომელიც სოციალური მუშაკებისგან, ექსპერტებისაგან და არასამთავრობო ორგანიზაციებისგან იქნება შემდგარი და რომელიც გამოავლენს სისტემურ ხარვეზებს და მათ აღმოსაფხვრელად კონკრეტულ ნაბიჯებს დაგეგმავს.
სოციალური მუშაკები ჯანდაცვის მინისტრს პარლამენტში, ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე შეხვდნენ, თუმცა, მათი თქმით, დავით სერგეენკოსგან მხოლოდ ზოგადი კომენტარები მოისმინეს. სოციალური მუშაკების თქმით, მინისტრის პასუხები გაუაზრებელი და რეალობას აცდენილი იყო. უშედეგოდ დასრულდა შეხვედრა კომიტეტის თავმჯდომარესთან, აკაკი ზოიძესთანაც.
სოციალური მუშაკების ნაწილმა, სერვისების არარსებობის და ბენეფიციარების ვერდახმარების სამსახურიც დატოვა. თუმცა, სამინისტრომ, ცვლილებების ნაცვლად სოციალური მუშაკების პოზიციაზე 30 ახალი ვაკანსია გამოაცხადა, უცვლელი, დატვირთული უფლება-მოვალეობებით.
ვრცლად სოციალური მომსახურების სააგენტოში შექმნილი მძიმე ვითარების შესახებ წაიკითხეთ აქ.
თემები: სოციალური მუშაკების პროტესტისოციალური მომსახურები
--------------------
გამპრავებლებო ყველა ქვეყნისავ შეგეცით!
ფაციფუცში ნარმანია გაგვეპარა თან კარგ თანამდებობაზე
|