
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეხუთე შეხვედრაში რუსეთის გუნდი კრასნოდარში 22:6 დაამარცხა. ''ბორჯღალოსნებმა'' რუსებს 3 ლელო დაუდეს. ამ მოგებით მილტონ ჰეიგის გუნდმა რევანში აიღო იმ მარცხის გამო, რომელიც საქართველო XV-მა 'ტრუდის' სტადიონზე რუსეთის A ნაკრებთან განიცადა.
''ბორჯღალოსნები'' შეხვედრის დაწყებამდე სტადიონზე სპეციალური მაისურებით გამოვიდნენ, სადაც საქართველოს რუკა იყო გამოსახული, ამით მათ საზოგადოებას კიდევ ერთხელ მიანიშნეს, რომ საქართველოს ნაწილი რუსეთის მიერ ოკუპირებულია.
პ.ს.
გამოკითხვა იქედან გამომდინარე დავამატე ცოტა ხნის წინ, გეცოდინებათ ბევრს მსოფლიო ლიგის პირველადი ვარიანტი რომ შედგა.
სადაც ამერიკის ნაკრებიც იყო, რომლებსაც ჩვენზე უკეთესი გუნდი არ ყავთ, არც რეიტინგში არიან ჩვენზე წინ და არც მსოფლიოს ჩემპიონატზე დაუფიქსირებიათ ჩვენზე უკეთესი შედეგი, ამის მიუხედავად ამერიკა შეყავდათ მსოფლიო ლიგაში და ჩვენ არც შევყავდით და არც შანსს გვაძლევდნენ შესვლის.
ეს სისტემა დიდი ალბათობით აღარ იქნება მაგრამ ფაქტია, მოქმედმა რაგბის მამებმა დადეს ეს სისტეა და რომ არა დიდი კრიტიკა გააკეთებდნენ კიდეც.
This post has been edited by manuchari123456 on 17 Mar 2019, 18:14