გამარჯობა ბიჭებო
ასეთი პრობლემა აქვს მანქანას და ვერაფერი გავუგე რისი ბრალია
საჭეს რომ გავასწორებ, ხელს გავუშვებ თუარა მარცხნივ მიდის ასე 30 მეტრში უკვე ზოლიდან გადავდივარ. ამ დროს საჭეც ოდნავ გვერდზე მოდის, სადღაც 5-10 გრადუსიანი გადმოხრა აქვს მარცხნივ. საჭე რომ იხრება მარცხნივ იმიტომ მიდის მარცხნივ, თუ მარცხნივ რომ მიდის იმიტომ იხრება საჭე ვერ დავადგინე. ჯერ ქათამია თუ ჯერ კვერცხი ეგ პონტია რა
პირველ რიგში საბურავები შევამოწმე მოშვებული ხომ არ იყო. არაა
რაზვალი მეგონა, 3დ რაზვალზე მივიყვანე აპარატით შეამოწმეს 4ივე, იდეალურად ზის ყველა
ახალი საბურავები მაქვს, არცერთ მხარეს ცვეთა არ ეტყობა.
Directional (მიმართულებითი?) საბურავებია და არასწორად ხომ არ აყენიათქო ეგეც კი ვნახე
სავალი ნაწილიც რიგზეა, ახალი შემოწმებული მაქვს ტექდათვალიერება ახლახანს გავიარე
2012იანი მანქანაა, honda cr-z ელექტრო საჭით. ზეთის ჩასასხმელი არსად აქვს, რბილად ტრიალებს როგორც უნდა იყოს.
არანაირი ხმა არ აქვს საჭის ტრიალზე რომ საჭის პრობლემაათქო ვიფიქრო
სხვა რა შეიძლება იყოს?