მეგობრებო რა მაინტერესებს,
ვცხოვრობ ნაძალადევის რაიონში (სან ზონა) 1998 წელს აშენებულ ერთ სადარბაზოიან სამ სართულიან სახლში, საკმაოდ მყარი შენობაა, მეზობლები როგორც ამბობენ 7 სართულზე იყო გათვლილი, მაგრამ მერე ვეღარ ააშენეს უფულობის გამო. სულო ვართ ექვსი მეზობელი, ექვსივე მეზობელს გვაქვს მანსარდები თითოს დაახლოებით 60 კვ.მ.
მანსარდაში, სახურავი ცენტრში სიმაღლე არის დაახლოებიტ 3 - 3.2 მეტრი, მაგრამ ისრთი გადახურვაა რომ დაქანებაა და კუთხეები არის დაბალი, დაახლოებით ერთ მეტრამდე,
ეხლა გვინდა ამ სახურავის აწევა ისე, რომ კუთხეების სიმაღლე აიწიოს მინიმუმ 2-3 მეტრამდე, რომ ადამიანმა გამართულმა შეძლოს მისვლა და საცხოვრებლად შევძლოთ გამოყენება. ცენტრში ისევ 3 მეტრი დარჩება, პროსტო სახურავი (ჟეშტი) შეცვლება რა და უფრო მცირე დაქანება ექნება, სამაგიეროდ საცხოვრებლად გამოდგება მთლიანი ფართი
ვისაც გამოცდილება გაქვთ ან შეგიძლიათ დაკვალიანება იქნებ მითხრათ რა უნდა გავაკეთოთ?
მე რაც წავიკითხე საჭიროა ჯერ ექსპერტიზა, შემდეგ არქიტექტურული და კონსტრუციული ნახაზი, შემდეგ მერიაში შეტანა, მაგრამ ეხლა რაღაც ახალი რეგულაიციები შემოიღეს და არავის დაშენების უფლებას არ აძლევენო, მეზობლობის ამბავიც ხო იცით ეხლა მე ფული გადავიხადო და არ გამოვიდეს ბრააატ

))))
მოკლედ ვინც იცით პრაქტიკიდან დამეხარეთ რა,