!!!!!!!!!!!!!
ბოლო 4 თვის განმავლობაში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 30-მდე ადამიანი დაიღუპა. მათ შორის არიან მცირეწლოვანი ბავშვები და ორსულები. დაღუპულთა დიდი ნაწილი ფეხითმოსიარულეა. საგზაო შემთხვევების საზარელ სტატისტიკას სოციალურ ქსელში საგზაო უსაფრთხოების ექსპერტი დავით მესხიშვილი ავრცელებს. ტრაგიკულ შემთხვევათა ჩამონათვალი ასე გამოიყურება: 1) ვანში ავტოავარიას ახალგაზრდა ქალი და 7 თვის ბავშვი ემსხვერპლა- 9 სექტემბერი, 2018 წ.
2) გლდანში ავარიას ქვეითად მოსიარულე ორი ადამიანის, ქალისა და ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა-12 სექტემბერი, 2018 წ.
3) გორი-მეჯვრისხევის გზაზე ავარიას მოტოციკლის მძღოლი, 45 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა-21 სექტემბერი, 2018 წ.
4)თელავში, ავარიას ფეხით მოსიარულე შუახნის ქალი ემსხვერპლა-20 ოქტომბერი, 2018 წ.
5) თბილისი-რუსთავის მაგისტრალზე ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა-22 ოქტომბერი, 2018 წ.
6) თელავში ავარიას ფეხით მოსიარულე შუახნის მამაკაცი ემსხვერპლა-28 ოქტომბერი, 2018 წ.
7)გორთან ავარიის შედეგად 30-წლამდე ასაკის ორი მამაკაცი შემთხვევის ადგილზევე დაიღუპა-28 ოქტომბერი, 2018 წ.
8)ქედაში ავარიას პატარძალი და 15 წლის მოზარდი ემსხვერპლა- 1 ნოემბერი, 2018 წ.
9)გურჯაანის მუნიციპალიტეტში ავარიას ფეხით მოსიარულე შუახნის ქალი ემსხვერპლა-8 ნოემბერი, 2018 წ.
10)ხობში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა-11 ნოემბერი, 2018 წ.
11)ლაგოდეხში მამა-შვილი მოტოციკლით მიკროავტობუსს შეეჯახა, რასაც შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა-22 ნოემბერი, 2018 წ
12)თელავში, სოფელ კისისხევში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა-24 ნოემბერი, 2018 წ.
13)ზუგდიდში მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა, რის შედეგადაც შუახნის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა-30 ნოემბერი, 2018 წ.
14) მცხეთასთან ავარიას ქვეითად მოსიარულე მამაკაცი ემსხვერპლა-8 დეკემბერი, 2018 წ.
15)სოფელ ცაიშთან მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა-11 დეკემბერი, 2018 წ.
16)ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, რომელშიც სასწრაფოს ავტომობილი მონაწილეობდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა-11 იანვარი, 2019 წ.
17)ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევას ფეხით მოსიარულე ემსხვერპლა-12 იანვარი, 2019 წ.
18)ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა-15 იანვარი, 2019 წ.
19)გორის რაიონის სოფელ ძევერასთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მძღოლისა და მისი ფეხმძიმე მეუღლის სიცოცხლე ემსხვერპლა-15 იანვარი, 2019 წ.
დავით მესხიშვილის განცხადებით ეს ტრაგიკულად დასრულებული შემთხვევების არასრული ჩამონათვალია.
"ეს არასრული ჩამონათვალია! ერთი წლის განმავლობაში დაშავებულ-დასახიჩრებულია რამდენიმე ათასი ადამიანი. დღემდე ვერ მივაღწიეთ იმას, რომ საქართველოს მთავრობამ გაიზიაროს ჩვენი რეკომენდაციები და შექმნას საგზაო უსაფრთხოებაზე ორიენტირებული სტრუქტურა (არსებული რესურსით). დღემდე შეცდომად მიმაჩნია, რომ ეკონომიკის სამინისტროა ქვეყანაში პასუხისმგებელი ტრანსპორტის პოლიტიკაზე და საგზაო უსაფრთხოების სტრატეგიის განხორციელებაზე, რომელიც თავისთავად უვარგისი და უსარგებლო დოკუმენტია და რომელსაც შედეგი არ მოაქვს. ამასობაში დავკარგეთ სიცოცხლითა და ჯან-ღონით სავსე უამრავი ადამიანი.ყველა ტრაგედიას, მიუხედავად მათი გამომწვევი მიზეზისა ერთი საფუძველი აქვს და ეს არის სახელმწიფო სტრუქტურების უუნარობა, უმოქმედობა, არაკომპეტენტურობა. და არ აქვს მნიშვნელობა რა ვითარებაში ვკვდებით, გზაზე, საკუთარ სახლში თუ სამუშაო ადგილზე, შედეგი მაინც ერთია-უდროო დროს შეჩერებული სიცოცხლე. დღეს ასეა, თუ ვამბობთ რომ "დავკარგე ძვირფასი ადამიანი" ან "გარდაიცვალა ჩემი ნათესავი" ან "ავარიაში დაიღუპა ჩემი მეგობარი" უკვე კარგია, იმიტომ რომ რახან ამ ამბის მოყოლის თავი გვაქვს, ესეიგი ჩვენ თავად ჯერ კიდევ ცოცხლები ვართ და ეს გვამშვიდებს! რა დონეზე დავეცით! ამას სახელმწიფოს გარდა ყველაფერი ჰქვია!" წერს დავით მესხიშვილი.
4 თვეში დაღუპული 30 ადამიანი -ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკა
Read more at
https://www.primetime.ge/news/1547793453-4-...dv0MjAwBoLuS.99 This post has been edited by gruzinski777 on 25 Mar 2019, 18:04