
დღეს, ვაკეში, ირაკლი აბაშიძის ქუჩა #60-ში ღვინის მაღაზია „8000 მოსავალი“ გატეხეს. მაღაზიის ვიტრინა ქვით არის ჩამტვრეული. ადგილზე უკვე მივიდნენ სამართალდამცველები.
როგორც bm.ge-ის შსს-ში განუცხადეს, ამ ეტაპზე საგამოძიებო მოკვლევაა დაწყებული და შესაბამისი სამსახური საქმის დეტალებს ადგენს. უწყებაში აღნიშნავენ, რომ მძარცველებს მაღაზიის გაქურდვის მცდელობა ჰქონდათ, მაგრამ ადგილიდან წაღებული არაფერი არ არის.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლით დაიწყო. ღვინის მაღაზიათა ქსელ „8000 მოსავლს“ თბილისში რამდენიმე ფილიალი აქვს.