baluka_gogo
Super Member

   
ჯგუფი: Registered
წერილები: 424
წევრი No.: 32115
რეგისტრ.: 28-March 07
|
#5186296 · 29 Mar 2007, 07:43 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ჩვენი თანამემამულე წმიდა მთაზე
ათონის მთაზე ზუგდიდელი ბერი თქვენთვის ლოცულობს!
ესეიგი ეს წავიკითხე და ის ძაან ამგარი დამთხვევაა ორივე ერთ რიცხვს და დგეს რო დაიბადეს
ბერი ერმოლაოსი , ერობაში პაატა ჭეჟია, ათონის წმიდა მთაზე წმიდა პანტელეიმონის მონასტერშია აღკვეცილი. ამ ცხოვრების სიამ-ტკბილობას ნაზიარები ახალგაზრდა კაცი, როგორ აღმოჩნდა, ასკეტურ ცხოვრებაში , სადაც პატარა კელიაში მუხლმოყრილ ლოცვაში უნდა გაატაროს თავისი ცხოვრების მნიშვნელოვანი წლები, მხოლოდ უფალმა იცის, მაგრამ აქ, ჩვენს გვერდით,ჩვენს სააქაოში, ცხოვრობს ბერი ერმოლაოსის ოჯახი, დედა, ქალბატონი ზოია ჩახაია, პროფესიით მედდა, რომელიც საკუთარ შვილს „მამაოს“ ეძახის და უცრემლოდ ვერ იხსენებს მის სიყრმეს თუ ყმაწვილკაცობას. „მამაო“ ნიჭიერი ბიჭუნა იყო საბავშო ბაღიდან მოყოლებული, განსაკუთრებული ბავშვი გახლდათ. ყველა საგანს ერთნაირად სწავლობდა. ცეკვავდა,სპორტის ოსტატი იყო, არტეკიდან წარმატებით დაბრუნდა. შვიდი ენა შეისწავლა. პროფესიით ისტორიკოსია. სამედიცინო ინსტიტუტის ორი კურსი დაამთავრა...
ოჯახს ადრე მოეკიდაო, მითხარით...
სტუდენტობისას იქორწინა კურსელ გოგონაზე. 700-კაციანი სუფრა გადავუხადეთ... ორი ვაჟიშვილი შეეძინათ - ბექა და დაჩი (ბექა და დაჩი ჩვენს საუბარს ესწრებიან.). განსაკუთრებული შვილი იყო... ყველა მე შემომნატროდა. ერთი პერიოდი თბილისში იმუშავა - ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტში. შემდეგ ზუგდიდში ჩამოვიდა. ქალაქის მერის თანაშემწე იყო...
ეს რომელი წლებია? მაშნ ჯერ კიდევ ომის სუნი ტრიალებდა ზუგდიდში. 1997-1998 წლები.პაატა დიდი ენთუზიაზმით შეუდგა საქმიანობას. თავის დაბადების დღეზე მეგობრებს უთხრა - დიდი ხანი ვემზადებოდი ზუგდიდში დასაბრუნებლად, ეს არის ქალაქი, სადაც უნდა ვიცხოვრო, ვისთვისაც უნდა ვიღვაწო, სადაც უნდა მოვკვდეო...
მე მისი სატელევიზიო გამოსვლა მახსოვს... მას ქონდა ქალაქის განვითარების ბიზნეს-გეგმები, ოცნებობდა ინვესტორების შემოსვლაზე ჩვენ რეგიონში, მაგრამ გამუდმებით ამტკიცებდა, რომ სამოქალაქო საზოგადოების განვითარების გარეშე ეს შეუძლებელი იყო... ვინც მისი გმოსვლების ვიდეოჩანაწერებს ისმენს - განცვიფრებულია, რომ პაატა საუბრობდა ისე, როგორც დღეს საუბრობენ პრეზიდენტი და მისი თანაგუნდელები...
ათონის მთისკენ გზა როგორ გაიდო? ჩათვალა, რომ აქ არაფერი გამოუვიდოდა და გერმანიაში გადაწყვიტა წასვლა. ბევრი ვიწვალეთ მე და ჩემმა მეუღლემ, ჩემმა ორმა ქალიშვილმა... ოჯახიდან ყველაფერი გავიტანეთ, გავყიდეთ და გავამგზავრეთ. თქვენც იმედით იყავით, ალბათ... ბზნესში ჩაერთვებოდა და შემდეგ აქეთ დაგეხმარებოდათ... არასდროს დამავიწყდება მისი გამგზავრების დღე... ისეთი გამწარებული ვიყავი... თბილისში, სპორტის სასახლის წინ ჩამოდგა ავტობუსი... ჩასხდომა რო დაიწყო, გულში ჩავიკარი, დავლოცე და... დავწყევლე - საქართველო არ გენახოს - მეთქი (ტირის).ეს ვერ მომინელებია... როგორ დავწყევლე ჩემი უსაყვარლესი შვილი?! როგორ გავიმეტე... მერე არც დაბრუნებულა...
რამდენი წელი იცხოვრა გერმანიაში? სამი წელი. სამი წლის შემდეგ გადაწყვიტა თითქოს საქართველოში დაბრუნებულიყო, მაგრამ გზაში გადაიფიქრა...სალონიკში გემიდან ჩავიდა... (იქიდან ხალკედიკის ნახევარკუნძულამდე 150 კილომეტრია. სადაც ათონის მთაა, ბერთა, რესპუბლიკა). ჩვენთან წერილი გამოატანა ზუგდიდელ იგორ სხულუხიას და თვითონ, როგორც ცხონებული იგორი ამბობს, თხელი ტანისამოსის ამარა გემიდან ჩავიდა. იგორს თბილი ჯემპრის მიცემა გადაუწყვეტია, მაგრამ არაფრით უქნია. თქვენ როდის გაიგეთ, სად და როგორ დაბინავდა... იგორმა წერილი ჩამოგვიტანა, სადაც წერდა, რომ მისი გზა ღმერთის სამსახური იყო. რომ ღვთისმშობელი იხილა, რომელმაც უთხრა - ცოდვების მონანიება ათონის მთაზე მოუწევდა... ამბობენ,ამ მთაზე უამრავი მონასტერია, მაგრამ იქ ქართველებს დიდად არ წყალობენ... როგორც გვწერს, მართლაც 20 - მდე მონასტერია და 1500-მდე ბერ-მონაზონი მოღვაწეობს, მაგრამ ქართველი მხოლოდ სამი.
ივერთმონასტერში მივიდა ალბათ... ივერიის მონასტრამდე 15 კილომეტრი ჯერ საცალფეხო ბილიკით უვლია. დაღლილი გზად ხის ქვეშ მიგდებულა. მაგრამ გვწერს, რაღაც ძალამ წამომაყენაო. ცოტა ხანიც რომ ჩამძინებოდა, გავიყინებოდით. ძაღლებსაც დაუკბენიათ... ბოლოს, როგორც იქა, წვალებით მიუღწევია კიდეც მონასტრამდე, მაგრამ, როგორც კი გაუგიათ ქართველი იყო, უბრძანებიათ, დაეტოვებია იქაურობა...
რა არის ამის მიზეზი? წერილში არ ხსნის ამას, მაგრამ გვწერს , რომ პოლიციის გამოძახებით დაემუქრნენ... არადა, ერთხელ უკვე დაპატიმრებული ყოფილა 3 თვით და სასწაულებრივად გადარჩენია სერიოზულ სასჯელს... რომ გაათავისუფლეს, მისდა გასაკვირად, გერმანიაშივე ყოფნის უფლება მიუციათ. სხვა შემთხვევაში საქართელოში უნდა გამოემგზავრებიათ. ეს სასწაულია. პაატამ ოთხი ქვეყანა უპრებლემოდ, უასპორტოდ, ღვთის სასწაულით გაიარა და ივერიონში უთხრეს, მონასტერში იმიტომ ვერ დაგტოვებთ, ქართველი რომ ხარო...
გაუჭირდებოდა ყველა ქრისტიანისთვის საოცნებო ადგილის დატოვება... მონასტრიდან გამოსული იქვე, მორებზე ჩამომჯდარა და ატირებულა. თან ღმერთს სთხოვდა თურმე, ამომხადე სული და გამათავისუფლე ამ ბინძური ქვეყნიერებისგან და ჩემი უმწეო სხეულისგანო... გვწერს - არ ვიცი , რა დრომ ჩაიარა, მალე მანქანა გამოჩნდა, ინსტიქტურად ხელი დავუქნიე და მიუხედავად იმისა, რომ გადაძეძგილი იყო, შემიჩერესო. აღმოჩნდა, რუსი ბერები იყვნენ. დახმარება მათთვის უთხოვაია. წმიდა პანტელეიმონის მონასტერში მიმიყვანეს, დამაპურეს, დამასვენესო,. მეორე დილით, მონასტერში რომ შევედი, არ ვიცოდი რა გამეკეთებია, უცებ თვთისმშობლის ხატთან დავემხე და მივხვდი, რომ უკვე შინ დავბრუნდიო. მივედი იქ , სადაც მელოდნენ, სადაც უნდა ვყოფილიყავიო...
ალბათ მორჩილად მიიღეს ? დიახ. ჯერ მორჩილი პეტრე იყო. ტრაპეზარი ... (მისი მოძღვარი ბერი მაკარია, რომელსაც აბსოლუტურად მინდობილია. ამბობს, რომ ის უღალატო ადამიანიაო). ძალიან მალე კი ბერად აღიკვეცა... ძალიან სწრაფად... თითქოს უჩვეულო რამ მოხდა... დღეს ის იწოდება, როგორც ბერი ერმოლაოსი. და მოხდა უცნაური დამთხვევა: წმიდა ბერი ერმოლაოსი ზუსტად პაატაზე ერთი საუკუნით ადრე დაიბადა - იგივე წლებში , იგივე თვეში და რიცხვში, და , ჯარშიც კი, როგორც პაატა, ლენინგრადში მსახურობდა თურმე იგივე ბატალიონში, ბერადაც იმ მონასტერში აღკვეცილა, სადაც „მამაო“ საოცარი დამთხვევაა!
ე.ი. ათონის მთაზე ქართველი ბერი ისევ მოღვაწეობს .... უკანასკნელი ქართველი მონაზონი - ტიხონი 1955 წელს გარდაცვლილა. როგორც უნეტარესმა ილია მეორემ გვითხრა, ბოლო 50 წლის განმავლობაში ერთადერთი ქართველია ერმოლაოსი, რომელიც ათონის მთაზე ბერად აღიკვეცაო...
უწმიდესს მარტო შეხვდით...
„მამაოს“ მეუღლე და ბავშვებიც იყვნენ... ილია მეორემ საჩუქრად ეს ჯვარი დამკიდა ... მთხოვა, მეტი არ მეტირა, სატირალი არაფერი გაქვსო... ბიჭებს - დაჩის და ბექას ჰკითხა - მამა გენატრებათო .. დიახო, - მიუგეს... მე თქვენ მას აუცილებლად შეგახვედრებთო... არ ვიცი , რას გულისხმობდა... მეუღლეს კი , მიმართა, - შენ არ მოიწყინო, იმხიარულე, იმხიარულეო...
მაინც როგორ შეეგუა ქმრის ბერად აღკვეცას თქვენი რძალი? მან ერთერთ სატელეფონოი საუბარში მშვიდად მითხრა: ნუ ნერვიულობ, დედა ... პაატას უფალმა ლოცვა დააკისრა, მე - შვილების გაზრდაო... - მე მგონი, ყველაფერი ნათელია ... კი, მაგრამ, დღეს ხომ ძნელია ცალუღელად შვილების ისე გაზრდა , რომ ბავშვებმა აუცილებელი მაინც მიიღონ... ჩვენ ყველა ვეხმარებით... თვითონ პედაგოგია. ისტორიკოსი... მუშაობს. თბილისში ცხოვრობენ... ისეთი კეთილი ადამიანებიც არსებობენ, რომლებიც მეურვეობას უწევენ ბერის ოჯახს...
მაინც საიდან მოდის ასეთი რწმენის ფესვები... გვარში ხომ არ იყო ვინმე ეკლესიური... წარმოიდგინეთ, თვითონ პაატა ათეისტი იყო .. ერთადერთი , ვინც ლოცულობდა ჩვენს გვარში , ჩემი მამამთილი შალვა ჭეჟია გალხდათ. ყოველ აღდგომა დღეს, მოგვიყრიდა თავს და „ხვამას“ მართავდა. ეს იყო და ეს ...
ახლა? ჩვენი ოჯახი უკვე მაცხოვრის ეკლესიის მრევლია. ჩვენი მოძღვარი მამა გიორგია. ბავშვები თბილისში წმიდა პანტელეიმონის სახელობის ეკლესიაში ლოცულობენ... მიმოწერა თუ აქვს ბავშვებს მამასთან.. ეს უბრალო, მოკითხვის წერილები არ არის ... ეს მთელი ქადაგებებია, რომლითაც „მამაო“ თავის შვილებს ესაუბრება ცხოვრების ყველა საკითხზე, თემაზე და ამზადებს მათ ამ წუთისოფელში დასამკვიდრებლად. სადაც ურჩევს, სახარების, ღვთის სიყვარულის გზა აირჩიონ ... ბერის შვილებს როგორ ეპყრობიან მეგობრები, მასწავლებლები? ბექა: ყველამ იცის, რომ მამაჩვენი ათონის მთაზე მოღვაწეობს... რომ არა მარტო ჩვეთვის, ყველა ქრისტიანისთვის ლოცულობს....
დაჩი: ბავშვებს სულ ჩვენთან უნდათ ყოფნა... ყველას ჩვენ გვერდით უნდა დაჯდომა. მამამისი ბერია და მადლი გადმოგვივაო...
მამა გენატრებათ? ბექა : დიახ, მაგრამ მე მალე შევხვდები....
როგორ...
მე და ბაბუა მოწვევას მივიღებთ და ათონზე გავემგზავრებით...
დაჩი?
დაჩი ჯერ პატარაა. მე სრულწლოვანი ვხდები და...
ქალბატონო ზოია, ვიცი, ბერი ერმოლაოსი წერილებს ძირითადად თქვენ გწერთ... მთხოვს, სიმშვიდე შევინარჩუნო... მადლობა უფალს , რომ ეკლესიური გავხდი. მირჩევს, მონასტერში წავიდე, სრულ სიმშვიდეს იქ მოიპოვებო. მაგრამ ჯერ ამას ვერ შევძლებ... ჯერ „მამაოს“ შვილებს უნდა ვუპატრონოთ მე და ჩემმა მეუღლემ... ქალიშვილების ოჯახებსაც სჭირდება ჩვენი მხარდაჭერა... თუმცა, მამაო ამბობს, თუ ღმერთს მივენდობი მთლიანად, ეს ყველაფერი უჩვენოდაც მოგვარდება.... ბერის სიტყვას და ლოცვას სხვა მადლი და ძალა აქვს... მწერს, დედა, ერთი გაჩვენა 65 ბერი ხელაპყრობილი ერთხმად რომ ვლოცულობთ... მგონია, სამყარო ამ ლოცვებს და ცადაპყრობილ ხელებს უჭირავსო... ათონის მთაზე ხშირად არიან ქართველები... ბერ ერმოლაოსსაც სტუმრობენ, ალბათ... დიახ.. შემდეგ ჩამოდიან... გვიყვებიან, როგორ არის, რას აკეტებს, როგორ ცხოვრობს... ამბობენ, ცოტას ჭამს, ცოტა სძინავს - სამი საათი არცო, მაგრამ ფიზიკურად კარგად არის , - ენერგიულად... ბევრს ლოცულობს, თითქმის არ ლაპარაკობსო... ჩვენთან რომ მოდიან, უკვირთ - ამდენი სიყვარული, ასეთი საახლობლო, ასეთი შვილები როგორ დათმოო... ალბათ, ყველაფერი ღვთის ნებაა, დაილოცოს მისი სახელი.
|