2 კვირა გამაყუჩებელს ვსვამდი, 24 საათში სამჯერ...
კეტანოლი გამომიწერა და არ მშველოდა, მერე გადავედი დექსალგინზე, მიყუჩებდა.
კბილის ნატეხი აშკარად მიჩანდა და ძვალიაო.
ძვალია ნუ კაი, კი მიკვირდა მაგრამ ღრმა ჭრილობა იყო და ვენდე სტომატოლოგს.
რამდენიმე დღის შემდეგ მივედი რადგან როგორც გავიგე ამდენი დღე კი არა ტიპმა ამოიღო და მეორე დღეს არ სტკიოდა.
მივედი და:
-არაფერია, ხო სვამ წამლებს და გაგივლის, საკვების ნარჩენი არ გაიჩერო და პერიოფულად გვირილა გამოივლე და წყალბადის 3 პროცენტიანით დაიმუშავე ბამბითო.
ჩახედა ,დამიმუშავა და კიდე ვერ შენიშნა, რომ ის ძვალი კი არა, კბილის ნარჩენი იყო.
მივადე ერთხელაც ენა და ცოტა გადაიწია (მანამდე ძვრაც არ იყო)
მეგონა მორჩა ეს ყველაფერი და მერე კიდე სხვა ადგილზე მედებოდა ენაზე ნარჩენი, ეგეც ამოვიცალე მარტივად და მერე დავიმუშავე.
ეს ქალი 20 წელია მუშაობს...
რას მიჩალიჩებდა ვერ გავიგე

p.s. მსუბუქი ტკივილები ახლაც მაქვს

ხო, ის "ძვალი" მთელს გაყოლებაზე იყო....

ეს სტომატოლოგიური ქალაქის ცენტრშია, ამაზე ცენტრი არ არსებობს....
This post has been edited by Asklipiodotaa on 21 Mar 2019, 19:09