საინტერესო სტატიაა წაიკითხეთ!
ბევრისთვის მსოფლიოს ყველაზე ცივი სანაოსნო კორიდორი შEიძლება საერეთოდ არ წარმოადგენდეს დიდი მნიშვნელობის გეოპოლიტიკურ ადგილს მაგრამ ეს მალე შეიძლება შეიცვალოს
გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია რომ კრემლის ახალი რეგულაციების თანახმად ნებისმიერი გემი რომელიც გეგმავს ჩრდილოეთის ზღვაში შესვლას 45 დღით ადრე უნდა შეატყობინოს ამის შესახებ რუსეთს და ნებისმიერ ასეთ გემს უნდა ჰყავდეს რუსი საზღვაო "პილოტი" გემზე ვინც ამ რეგულაციას დაარღვევს რუსეთი ან შეაჩერებს ან დააკავებს ან უარეს შემთხვევაში გაანადგურებს
ჩრდილოეთის ზღვა წყნარ და ატლანტიკურ ოკეანეს აკავშირებს და ციმბირის ჩრდილოეთით რუსეთსა და ჩრდილოეთ პოლუსს შორისაა
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
კრემლისგან მომავალმა ამ უკანასკნელმა საფრთხემ შეუმჩნევლად ჩაიარა ალბათ იმიტომ რომ აღარავის უკვირს რუსეთის ოფიციალური პირები ამ საზღვაო შეზღუდვებს ამართლებენ იმით რომ არქტიკულ წყლებში მომრავლებულმა უცხო ქვეყნების აქტიურობამ ასეთი ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობა გამოიწვია
ეს ზუსტად ის ტაქტიკაა რაც რუსეთის დიქტატორმა პუტინმა გამოიყენა თავის სამხედრო თავგადასავლების გასამართლებლად დაწყებული საქართველოდან 2008 წელს გაგრძელებული უკრაინაში 2014 წელს და სირიაში 2015 წელს პუტინი ყოველთვის ბრალს დებდა საკუთარ აგრესიაში დასავლეთს კრემლის პროპაგანდისტულიუ მედია პუტინის მესიჯს აძლიერებს და "ნატო ალყის" შიშს თესავს და დასავლეთის მიერ პუტინის დაგმობას "რუსოფობიად" ასაღებს
ბევრს აინტერესებს პუტინს რა ამ ნარატივით? საერთაშორისო ნორმების დარღვევით გლობალურ განდეგილად იქცა და დასავლეთის სანქციებმა სერიოზული ზიანი მიაყენა ისედაც სუსტ რუსეთის ეკონომიკას და ისმის კითხვა რატომ გადაიხდიდა ამხელა საფასურს პუტინი თითო ოროლა ტერიტორიების მიერთების გამო?
ამ შეკითხვის დამსმელი ხშირად ვერ იაზრებს მთავარს - ყირიმში აღმოსავლეთ უკრაინაში სამხრეთ ოსეთში თუ ნებისმიერ სხვა ადგილას რასაც რუსეთი საკUთარ "უკანა ეზოდ" მოიაზრებს ტერიტორიული გამარჯვება არ ყოფილა დასასრული ყველაფრისა
პუტინის მიზანი დღეს იგივეა რაც იყო 2008-ში როდესაც ჩემ ქვეყანაში შემოვიდა - გაიძლიეროს ძალაუფლება რუსეთში რადგან როდესაც პუტინის პოპულარობა ეცემა ის ან მიმდინარე კოფლიქტს აღვივებს ან ახალს იწყებს და როგორც ჩანს მუშაობს ეს ტაქტიკა
პუტინი მართავს მსოფლიოს ყველაზე დიდ ქვეყანას უკვე 20 წელი და უფრო მეტი ძალაუფლების კონსოლიდაციას ახდენს როცა ახალ კრიზისს უახლოვდება რუსი ამომრჩევლები $200-იან პენსიაზე სხედან თუმცა ამაყები არიან რომ სუპერ სახელმწიფოში ცხოვრობენ
პუტინი პროგნოზირებადი და ლოგიკურია - სუსტი მეზობლის დაპყრობა უფრო იაფფასიან და სწრაფ რეიტინგს აძლევს ვიდრე მაგალითად რუსეთის დისტოფიური ჯანდაცვის სისტემის გამოსწორება დამთხვევა არაა რომ პუტინის რეიტინგმა პიკს 2015 წელს მიაღწია ყირიმის ანექსიის მერე მოგვიანებით როცა რუსეთის ეკონომიკა შეირყა სირიაში შესვლამ პატრიოტიზმი გამოაღვიძა ხალხში უფრო მეტიც რუსეთის ქმედებებმა სირიაში აჩვენა რომ პუტინი უფრო მაღალ საფეხურზე ავიდა სამხედრო თავგადასავლებით რუსეთის ძალაუფლების დემონსტრაციით რუსეთის "ახლო საზღვარს" მიღმა
ამ ქმედებებმა დიდი კრიტიკა გამოიწვია ვაშინგტონიდან და ბრუსელიდან თუმცა გარე ძალების დაგმობა რუსეთის შიგნით მის პოპულარობას ზრდის პუტინის ყოველ უცხო ქვეყნის არჩევნებში ჩარევის თუ ადამიანის უფლებების დარღვევის ყირიმში თუ მავთულხლართების გადაწევის საქართველოში ამერიკის და ევროპის სტანდარტული პასუხია დიპლომატიურად გამოხატული "შეშფოთება" რომელიც უკვე ბანალური გახდა
საქართველოში შემოსვლიდან უკრაინაში ჰიბრიდულ ომამდე დასავლელმა ლიდერებმა პუტინისთვის წითელი ხაზის დემარკაცია მოახდინეს კვლავ და კვლავ და შედეგად მივიღეთ დაუსჯელობა
მოსკოვს აძლიერებს საერთაშორისო ნორმების სისუსტე რომელსაც ვაშინგტონი და ბრუსელი აღიარებენ თუმცა იშვიათად ბედავენ მათ დაცვას
თუმცა ასე გაგრძელება აღარ შეიძლება თუ რაიმე ვისწავლეთ გასული წლებიდან შეიძლეაბ ითქვას რომ ახალი კრიზისი მოდის
რუსეთის საზოგადოებრიუვი აზრის შემსწავლელმა ცენტრმა 7 მარტს გამოაქვეყნა გამოკითხვის შედეგები სადაც რუსი ამომრჩევლების ნდობა პუტინის მიმართ 32%-ითაა დაცემული ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 2006 წლის მერე
აღსანიშნავია რომ პუტინმა ბოლო თვეების განმავლობაში არა ერთი პროვოკაცია მოაწყო მაშინ როცა მისი რეიტინგი ეცემოდა
ნოემბერში რუსეთმა უკრაინის გემს გაუხსნა ცეცხლი და მეზღვაურები დააკავა აზოვის ზღვაში 100 დღეზე მეტია უკვე გასული და საერთაშორისო "შფოთვა" კაი ხნის მიწყნარებულია თუმცა 24 უკრაინელი მეზღვაური კვლავ ტყვეობაშია
პუტინის კანონდარღვევები რუსეთის "უკანა ეზოში" როგორც ჩანს მსოფლიოს აღარ შოკავს მან უკვე ახალი საზღვრები გაავლო ევროპაში და გაუვიდა ახლა დასავლეთის პროვოცირებისთვის კიდევ უფრო მეტად მიუღებელი რამ უნდა გააკეთოს
საკითხავი ის კი არაა გადავა თუ არა შეტევაზე არამედ - სად? ზოგის აზრით ბელორუსიაა შემდეგი სამიზნე თუმცა პუტინის რეიტინგი დიდად არ გაიზრდება იმ ქვეყანაში შესვლით რომელსაც რუსების უმეტესობა უკვე რუსეთის ნაწილად თვლიან ზოგი ფიქრობს რომ ბალტიისპირეთის ქვეყნები ესტონეთი ლატვია ლიტვა იქნება შემდეგი სამიზნე პუტინისთვის ეს ქვეყნები ნამდვილად წარმოადგენენ საფრთხეს ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ფუნქციონალური დემოკრატიული სახელმწიფოებია რუსეთის საზღვარზე თუმცა ბალტიისპირეთმა არ უნდა იდარდოს ამ მომენტისთვის ორი მიზეზის გამო:
პირველი - რუსეთის აგრესიის შემდეგი სამიზნე არ იქნება ნატოს წევრი ქვეყანა დასავლეთის არათანმიმდევრულმა პასუხებმა მოსკოვის სხვა და სხვა ანექსიებზე პუტინი მხოლოდ გაათამამა თუმცა არც იმდენად გათამამებულია რომ ნატოს 5-ე დებულების ამოქმედება დატესტოს რომელიც ფართომასშტაბიან ომს გამოიწვევს ალიანსთან პუტინმა იცის როცა შანსი არ აქვს წინააღმდეგ შემთხვევაში ამდენი ხანი ვერ იარსებებდა
პუტინის მორიგი სამიზნე სავარაუდოდ პოსტ საბჭოთა ქვეყანა არ იქნება დასავლეთმა უკვე ნორმად მიიღო პუტინის ბეოიმპერიალისტური ამბიციები რეგიონში უკრაინის საქართველოს ან სხვა ნატოს არა წევრი პოსტ საბჭოთა ქვეყანაში შევარდნა დეჟავუსავით იქნება რაც დიდად არ გააძლიერებს პუტინის რეიტინგს
მე მხვდა წილად უბედურება რათა გამეცნო პუტინი პირადად ბევრ სხვა ადამიანზე კარგად და ჩემის აზრით და ამ კაცის ცოდნით ჩემი პროგნოზით სხვა მიმართულებით მოხდება ესკალაცია
რუსეთის შემდეგი სამიზნე იქნება ფინეთი ან შვედეთი ორივე ევროკავშირის წევრია თუმცა არა ნატოს წევრი
არა ნატოს წევრ ქვეყანაზე შეტევით პუტინი ნატოს 5-ე დებულების ამოქმედებას და პროპორციულ უკუქმედებას არ რისკავს მაგრამ ევროპულ ქვეყანაზე შეტევით პუტინი იმ ხალხის მოწონებას დაუმსახურებს საკუთარ ქვეყანაში რომელთაც ასე ძალიან სწყურიათ გამარჯვება ეს არის უმარტივესი ღირებულება-სარგებელი ტიპის ანალიზი რომელიც პუტინს ღიად ჩაუტარებია ბევრჯერ რუსეთის ძალების ყოველ "ინვესტიციას" სარგებელი მოუტანია ფინეთი და შვედეთი ორივე მოთხოვნას აკმაყოფილებს
რა თქმა უნდა არ ველი რუსეთის ტანკების შეჭრას ჰელსინკი ან სტოკჰოლმში თუმცა გაცილებით მარტივი იქნება მოსკოვისთვის რომ რაიმე პატარა მიწა დაითრიონ არქტიკულ ანკლავში ან პატარა კუნძული როგორიცაა მაგალითად შვედეთის გოტლანდი იმის გათვალისწინებით თუ რა სტრატეგიული შესაძლებლობები აქვს რუსეთს ჩრდილოეთ ფლანგზე
მართლაც ვინ იომებს რუსეთთან გაყინული ბალტიის კუნძულის ან ფინეთის ტუნდრას გამო? ნატო არ იომებდა მაგრამ პუტინი იომებს რადგან ფსონი დიდია მისთვის
რუსეთის აგრესია სკანდინავიაში რომელსაც ყველა დასავლეთში დასავლეთის ნაწილად მიიჩნევს შეიძლება გადამეტებულად ჟღერდეს თუმცა დიდი ხნის წინ არ იყო როცა ყირიმის ანექსიას რომლის პროგნოზირებაც მე გავაკეთე რუსი ქორებიც კი სამყაროს აღსასრულის სცენარად მიიჩნევდნენ და მანამდე კი რუსეთის მიერ საქართველოში შემოსვლა ჩემი გაფრთხილებების მიუხედავად მსოფლიომ სიურპრიზად მიიღო
ყოფილი საბჭოთა ქვეყნები გინდაც ნატოს წევრი ესტონეთი დიდად არ არიან აღქმული როგორც "დასავლური" ქვეყნები ეს აღქმა შეიძლება არასწორია მაგრამ პოლიტიკაში ხშირად აღქმა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე რეალობა ფინეთი და შვედეთის შემთხვევაში კი აღქმა და რეალობა ემთხვევა ერთმანეთს ისინი ნამდვილად არ არიან პოსტ საბჭოთა ქვეყნები თუმცა არიან დასავლეთის ნაწილი
საქართველოდან უკრაინამდე და სირიამდე თუ მის მიღმა პუტინის ტრაექტორია აშკარაა საერთაშორისო ნორმების დარღვევით მისი ხედვით უფრო და უფრო დიდი ნაბიჯები გადადგა საკუთარი თავისუფლებისთვის თუმცა სრულ თავისუფლებას მიაღწევს მხოლოდ მაშინ როცა დასავლეთის წინააღმდეგ პირისპირ მოახდენს კონფროტნტაციას
ეს შეიძლება შოკისმომგვრელად ჟღერდეს მაგრამ პუტინმა მსოფლიო შოკში ბევრჯერ ჩააგდო
დასავლეთმა აღარ უნდა მისცეს თავის თავს ნება რათა კიდევ ერთხელ გაეპაროთ რამე
https://foreignpolicy.com/2019/03/15/russia...e-baltics-nato/