საკმაოდ ძლიერი, ოთხბირთვიანი, მერვე თაობის, უახლესი პროცესორი. 6 თვე ვამუშავებდი სახლის კომპიუტერში.
კარგად უმკლავდება როგორც ჩვეულებრივ პროგრამებს, ის ბევრ მომთხოვნ კომპიუტერულ თამაშსა და ვიდეო მონტაჟის (და ა.შ.) პროგრამებს (Adobe Premier, Corel Draw etc).
✔️ მოვაყოლებ ერთჯერად თერმოპასტასაც.
✔️ პროცესორი ახალი ამოღებულია მთლად ახალი პისიდან, ასე რომ დატესტილიცაა და 100% მუშა.
✔️ ბენჩმარკის ლინკი -
https://youtu.be/tYTJ3Ba2Ptw?t=814 ✔️ ელოდება ახალ პატრონს
✔️ არ დაგაღალატებთ არანაირად
✔️ ოთხი ბირთვი აქვს, კალოტკები არცერთზე არაა შესაცვლელი
✔️ ციებ-ცხელება არ გადაუტანია არასოდეს (არც ჩუტყვავილა)
✔️ ერთი სული აქვს გაიყიდოს
✔️ ლომკა ეწყება, გამოთვლებს რომ არ ატარებს
✔️ მთლად ახალივითაა, განსხვავება არ არის ფაქტიურად. (გარდა იმისა რომ 6 თვე უკვე მუშაობდა თავისთვის)
✔️ ესეთი პროცესორები ახლები 450 ლარები ღირს, ეს კიდე ფაქტიურად ახალია და 320-ად გაძლევთ
✔️ დამირეკავს ახლა ვინმე და 300-ად მომეციო მეტყვის.
✔️ გლდანში ვცხოვრობ, თუ გამოხვალ პირველ მიკროში, ბაზარი არაა 300-ად წაიღე.
✔️ არ დამიწყოთ ოღონდ დამატესტინეო, ახალი პროცესორი ჩავდგი ჩემსაში, ამ კომპის დამშლელი არ ვარ საფლავამდე
✔️ დედას ვფიცავარ მუშაობს მთელი ძალით
✔️ საერთოდ არ მომბეზრებია ამ სიის წერა
✔️ Resident Evil 2-ს 60fps-ზე მათამაშებდა. (ნუ ვიდეო კარტაც გინდა მაგისთვის შესაბამისი, ამის ინტეგრირებული მასეთი მხეცი ვერაა)
✔️ ბევრი კარგი მოგონება გვაკავშირებს მე და ამ პროცესორს, და მინდა ვინმე ღირსეული იპოვოს თავის ცხოვრებაში
✔️ სულ ერთხელაა ბუდიდან ამოღებული, მაზრზე დამჯდარი, და მაზერიდან ამოღებული. ქალიშვილი არაა, მარა კაი გოგოა მაინც. ახალგაზრდული შეცდომა ეპატიება ახლა, რომელი ვართ უცოდველი.
✔️ იტოკში იყიდეთ რა.
✔️ კაი პროცესორია მართლა. პროსტა მე უკეთესი ვიყიდე... რა ვიცი, რათ მინდოდა, რაში გადავყარე ფული :/ ეს თუ გავყიდე, იქნებ ცოტა მაინც დავიბრუნო, ბოტასები მინდა ვიყიდო ახალი.
✔️ კაი პროცესორს შეიძენთ, კაი კაცს კაი ბოტასებს აყიდინებთ. ერთი გასროლით ორი კურდღელი მოდის.
This post has been edited by аnderson on 22 Mar 2019, 22:29
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)