რასმუსენი: ნატოში გაწევრიანების ერთ-ერთი ხელის შემშლელი ფაქტორი ოკუპირებული რეგიონებიაimedi / 14 მარტი 2019, 11:45 / სანდო წყარო
„საქართველომ დიდი გზა გაიარა იმისთვის, რომ გაეტარებინა რეფორმები და დაეკმაყოფილებინა საჭირო კრიტერიუმები“, - ამის შესახებ ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა "ქრონიკის" მიერ დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა.
ანდერს ფოგ რასმუსენი ამბობს, რომ საქართველომ დიდ პროგრესს მიაღწია და იმედი აქვს, ნატოს წევრად იხილავს. ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ვერც ერთი მესამე ქვეყანა ვერ იქონიებს გავლენას ნატოს ღია კარზე და რუსეთს არ ექნება ირიბი ვეტოს უფლება.
"რუსეთმა მოახდინა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია. ვფიქრობ, ეს არის ერთ-ერთი ხელის შემშლელი ფაქტორი. ნატოს მეხუთე მუხლი ნატოს შეთანხმების მთავარი მუხლია, რომელიც ამბობს, რომ ჩვენ მზად ვართ დავიცვათ წევრი ქვეყნები, რომლებზეც შეტევა ხორციელდება. როგორ მოვიქცეთ მაშინ, როდესაც წევრ ქვეყანას აქვს ორი ოკუპირებული რეგიონი?! ეს არის გამოწვევა, რომელსაც უნდა გავუმკლავდეთ", - განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ელიოტ ენჯელიმ კი თქვა, რომ 2008 წელს ნატოში საქართველოს გაწევრიანებაზე უარით ალიანსმა პუტინს უბიძგა, აკეთოს ის, რაც მოესურვება.
https://imedinews.ge/ge/saqartvelo/99564/ra...buli-regionebia================================
ესე იგი რა ხდება დღეს:
„საქართველომ დიდი გზა გაიარა იმისთვის, რომ გაეტარებინა რეფორმები და დაეკმაყოფილებინა საჭირო კრიტერიუმები“, - ამის შესახებ ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა "ქრონიკის" მიერ დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა.
და ახლა სულ რაღაც დამოდენიმე თვის წინ გადავხედოთ:
https://www.kvirispalitra.ge/politic/48266-...-rasmuseni.html....
....
- უკვე ათ წელზე მეტია, ნატოს ღია კარში შებიჯებას ვცდილობთ. ბევრი ფიქრობს, რომ ეს ღია კი არა, უბრალოდ, შუშის გამჭვირვალე კარია.- არ ვიცი, მაგრამ ვფიქრობ, თუ საქართველოსა და უკრაინას სურთ ნატოსა და ევროკავშირში გაწევრება, ჩვენ ეს პროცესი უნდა დავიწყოთ და მათ უარი არ ვუთხრათ. გახდებიან თუ არა ისინი წევრები, შეასრულებენ თუ არა სავალდებულო კრიტერიუმებს - ეს სხვა საკითხია, ამას მომავალი გვიჩვენებს, მაგრამ ჩვენ არ უნდა ვთქვათ -"არა, ეს ამბავი არ გამოვა, მოგიწევთ, ნეიტრალურ სივრცედ ან ბუფერულ ზონად იქცეთ ნატოსა და რუსეთს შორის! ჩვენთვის მიუღებელია ასეთი მიდგომა.
.......
...
==================================
განვიხილოთ ეს საკითხი?
ისეთებს დავწერ
ესე იგი 4 თვის წინ არ იცოდა
ახლა იცის უკვე
მანამდე ნანობდა მაპი რატომ არ მოგეცით, შეცდომა იყოო
ბიჟო, ნატო იმისთვის მინდა რო ტერიტორიები დავიბრუნო
და ამან რეები ილაპარაკა???
ესენი ან ბოლომდე ისინი არიან
ან ჩვენ ვგონივართ ისინი, აი ისინი რა, მოდერმა რო აკრძალა