mtchedlidzedatoარც 3.0 -ს გირჩევ.
პლიუსი ისაა რო ცეპზეა და რემნის შეცვლა არ მოგიწევს. მაგრამ თუ კაი პრაბეგიანია დასაჭიმი ან შეიძლება სულაც შესაცვლელი გაგიხდეს. მილიონი დოლარი მიამატე ქვევით პუნქტებს.
დანარჩენი:
სვეჩების შეცვლა, მარტო ხელობა 50 ლარი.
ზეთი, საუკეთესო და 6.5 ლიტრი, ლიტრი მინიმუმ 22 ლარი. 7-8K-ზე უნდა ცვალო.
გაზზე თუ გადაიყვან 30K-ზე კლაპნების რეგულირება უნდა, ეგეც 500 ლარი.
პლიუს ცხელი ძრავია, გაზი უფრო აცხელებს და კაპოტში პლასმას-რეზინ-კაბელების განახლებაც მოგიწევს რამოდენიმე ხანში.
ბაბინამ ჩავარდნები თუ დაიწყო წავა მკითხაობა და ეს მკითხაობა 30 ლარი ღირს. შედეგი გაქვს თუ არა მაინც.
მეორადი ბაბინა 30 ლარი, ახალი ორიგინალი ერთი ცალი მინიმუმ 70$ და ან არის მერე მაგის ბრალი და ან არა.
ტორბედო თავისით სკდება, გვერდითა შუშები თუ გასარეცხ მანქანაზე ჩამოწიე იხაზება კი არა და დედა ეტყვნება, ასევე საქარე მინაც.
კორპუსზე ვინმე თუ მიეყუდა ისეთი რბილია რო დუნდულები ეტყობა ჟესტს.
ბუქსაობას თუ მოინდომებ, მაგალითად აბსოლიტურად სწორ, დათოვლილ მინდორზეც კი, უკანა ხიდის და წინა ყუმბარების ფასი წინასწარ გაიგე.
სალონი წინ არაუშავს, მაგრამ უკან ზედმეტად სივიწროვეა.
...
გავაგრძელო?
მოკლედ, მაგარი კვერცხობაა და არანაირად არ გირჩევ. 75K ჰქონდა რო ჩამოვიყვანე. 30K-ს მერე დაეწყო პრობლემები და ... აქვს და აქვს.
2.0 ან T არ მყოლია, მაგრამ T-ს მოტორი ღლეობა რო არის კი ჩამოგიყალიბდა მგონი ეგ აზრი უკვე

მესამე წელია მყავს, 3.0 აუთბექი და მაგაზე სირი მანქანა ჯერ არ მყოლია.
ხო, კიდე, ერთს ნამდვილად ვერ დავუკარგავ, ძალიან ბევრჯერ ისეთი მდგომარებობიდან გამოვსულვარ, სხვა მანქანით რო 100% ავილეწებოდი.
მოსახვევში, გრავზე, თოვლზე, სველზე და ასე შემდეგ კარგად და საიმედოდ დგას.
ცალი მხარის 2 საბურავი გრავზეა, ტალახზეა, თოვლზეა თუ სადაც არ უნდა იყოს და მეორე მხარის ორი საბურავი ასფალტზე რო იყოს, ესეც კიდია და გამოდის სიტუაციიდან.
This post has been edited by -ქართველი- on 24 Mar 2019, 15:50
✅ კოდის მოხსნა IMEI კოდით და პროგრამულად, პროგრამის/სისტემის ჩაწერა ნებისმიერ ტელეფონზე.
✅ ნებისმიერი ტელეფონი, რასაც კოდი ეხსნება: https://forum.ge/?f=55&showtopic=34569570
https://unlocker.ge
https://mitsubishi-club.ge/
https://legion.ge/
GU-001-RJ