ქვეყანა: აშშ
ჟანრი: საშინელება
რეჟისორი: Kevin Kölsch, Dennis Widmyer
მსოფლიო პრემიერა: 4 აპრილი
შინაარსი: სტივენ კინგის ამავე სახელწოდების საშინელებათა რომანზე დაფუძნებული 1989 წლის ფილმის რიმეიქი, რომელიც დოქტორ ლუის კრიდის, მისი საყვარელი მეუღლის რეიჩელის, მათი ქალიშვლის ელის და პატარა ვაჟის ქეიჯის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც პატარა ქალაქში მდებარე ახალ სახლში გადადიან, სადაც მალე უბედურება მოხდება – ელის კატას სატვირთო მანქანა დაეჯახება და მოკვდება. მეზობლის რჩევით ლუისი ოჯახისგან მალულად კატას ტყეში მდებარე ინიელთა უძველეს სასაფლაოზე დამარხავს. მოულოდნელად კატა გაცოცხლდება, მაგრამ აყროლებულ სასტიკ მონსტრად გადაიქცევა. ისტორია მეორდება ოჯახს უფრო საშინელი რამ შეემთხვევა...
დღეს ვნახე და შემიძლია ვთქვა, რომ პირველ ვერსიას აჯობა

ძალიან ქრიფი იყო, თავისი heartbreaking სცენებით, ჯამპსქერებით და უფრო გაშლილი ამბებით. მსახიობების აქტინგი უმაღლესი დონის, ჯეისონ კლარკი მამის როლში სუპერ, ცოლიც ასევე და ის მოხუცი კაცი ძაან კარგად თამაშობენ , ყველაფერი დაწყებული თავიდან დამთავრებული ბოლოთი იყო ხუთიანზე. მიუხედავად იმისა, რომ შეცვლილი იყო სთორი , მართლა ვერ ვიგრძენი თავი უხერხულად. პირიქით მგონი ესე სჯობდა. ავარიის სცენა პროსტა დაივიწყეთ იმაზე მაგრად არის აქ გაკეთებული და ბოლოს ორიგინალისგან განსხვავებით ეს მაინც დამთავრდა ცოტა ნორმალურად.