ანდერგრაუნდ მუსიკის სამყაროში ძალიან ცოტაა ისეთი პროექტები, რომელთა ლაივზე ნახვის შემდეგაც ხმის ამოუღებლად გადმოსცემ იმას, თუ რამდენად სასწაული და მაგარი იყო ის. ამის ნათელი მაგალითია ბელგიური კოლექტივი Amenra (აგრეთვე წოდებული როგორც Amen-Ra).

ვისაც დღემდე არ გაგიგიათ არაფერი ამ ბენდთან დაკავშირებით, სამწუხაროდ საკმაოდ ბევრი დაგიკარგავთ. თუმცა, ამავე დროს უდიდესი ბედნიერება წინ გაქვთ. იმიტომ რომ ბენდის ყველაფერი მოსასმენი გაქვთ.


ბენდი დაარსდა 1999 წელს, ქალაქ კორტრიკში შიზოფრენი ვოკალისტის Colin H. van Eeckhout-ისა და არანაკლებ დალაგებული გიტარისტის Mathieu Vandekerckhove-ის მიერ. სწორედ ისინი არიან დღემდე უცვლელი წევრები ამენრას კოლექტივის.
ბენდის მუსიკალური სტილი იმდენად მრავალფეროვანია, რომ მისი ერთ კონკრეტულ ჟანრთან მიკუთვნება შეუძლებელია. მათი მუსიკა მოიცავს: პოსტ მეტალს სლაჯის და პოსტ ჰარდქორის ელემენტებით. ასევე მნიშვნელოვანია დუმის, ეთერალ ვეივისა და ბლექ მეტალის გავლენაც. ბენდს ახასიათებს განსაკუთრებული საშემსრულებლო სტილი და მათი ლაივები იმდენად სულისშემძვრელია, რომ შეუძლებელია დღეებიც კი ემოციებიდან გამოსვლა (პირადად ვარ ნამყოფი და გადმოცემით არ ვამბობ

).
ბევრი სინგლების, სპლიტებისა თუ იპ-ების გარდა ამენრას მთავარი საალბომე სერია (სტუდიური ალბომები) გახლავთ Mass-ის სერია.
Mass I (2003)
Mass II Sermons (2005)
Mass III (2005)
Mass IIII (2008)
Mass V (2012)
Mass VI (2017)
ბოლო ალბომი ჩემი სუბიექტური აზრით ერთერთი გამორჩეულია ბენდის შემოქმედებაში.
ამენრა ასევე გახლავთ Church of Ra-ს დამფუძნებელი.

აღნიშნული წარმოადგენს კოლაბორაციას სამი ბენდისა, რომელებიც მუსიკალურად და იდეებით ყველაზე ახლოს დგანან ამენრას შემოქმედებასთან (დანარჩენი ორნი გახლავთ Oathbreaker და Black Heart Rebellion).
ესეც ლაივი სადაც 2017 წელს ვიყავი
ეს კი უკანასკნელი ალბომიდან ერთერთი საუკეთესო კომპოზიციები, ჩემი აზრით
წელს ჰელფესტზე ვარ და მეორედ ვნახავ ამ საოცრებას.
სამწუხაროდ აი ამას არ უკრავენ მხოლოდ
სამაგიეროდ ამათ კი <3
ეს კი უკვე ლეგენდარული ვეშები:
მოკლედ ეს ბენდი იმსახურებს ერთ თემას საფორუმეთში
This post has been edited by madridman on 8 May 2018, 14:44
Oh dismal mourning...
I open my weary eyes once again