"ჭორვილა ყველაზე ევროპული დაბაა იმერეთში"
"ჭორვილაში სოციალიზმია"
"ბიძინამ ჭორვილაში ის გააკეთა რასაც საბჭოთა მთავრობა გვპირდებოდა და ვერ გააკეთეს"
"ივანიშვილმა რაც ჭორვილაში გააკეთა იმას გააკეთებს მთელი საქართველოს მასშტაბით"
ასეთი მითები ხშირად ისმოდა ივანიშვილზე 2012 წლამდე რომელთა ნაწილი მართალიცაა - ჭორვილა შვეიცარულ სოფელს უფრო გავს ვიდრე ქართულს სახლები კარგადაა გარემოტნებული და გზები მუდმივად კარგ მდგომარეობაშია სოფელში სახლებს წითელი და მწვანე სახურავები აქვს
სოფელში მისვლისას ერთმა უბრალო გამვლელმა "თემომ" ჭორვილას ცენტრში მიგვიყვანა თუმცა მისი ნამდვილი სახელი "თემო" არ იყო ჭორვილას მაცხოვრებლების უმეტესობა ანონიმურობას ამჯობინებს
"არ მინდა ზედმეტი თავის ტკივილი გენაცვალე მოდი ასე ვთქვათ ჟურნალისტები აქ არ უყვართ"
და მალე ეს ჩვენ თავზე გამოვცადეთ - დასალაპარაკებლად არავინ არ გამოსულა სახლიდან ჩვენთან ამიტომ ინტერვიუების ჩასაწერად ხალხი ქუჩაში უნდა გაგვეჩერებინა
ერთ ხანში შესულ ქალს დაველაპარაკეთ რომელსაც მაღაზია აქვს ჭორვილას ცენტრში მან გვითხრა რომ ბიძინას ბავშვობიდან იცნობს
"ჩემზე უმცროსია მაგრამ ერთმანეთს ვიცნობთ თავის კლასელებს ეხმარებოდა მთელი უბნის ოჯახებს დახმარებია"
ყველა ამბობს რომ საქართველოს უმეტესი სოფლები ვერც კი იოცნებებენ იმაზე რამდენიც ბიძინამ ჭორვილაში გააკეთა
ახალი სკოლა აშენდა და უფასო საავადმყოფო საჩხერეში სახლები ახლიდან ააშენეს მასწავლებლებს და ექიმებს ბონუსები ურიგდებოდათ ხელფასის ზემოდან ადგილობრივები გაზის გადასახადს არ იხდიდნენ უფასო გაზი გამათბობლები ტელევიზორები და მაცივრები დაურიგდათ მაცივრები რომლებიც ბიძინას ნაყიდი პროდუქტებით იყო გამოვსებული და ეს ყველაფერი არა ერთ ჯგუფს არამედ ჭორვილას მთელ მოსახლეობას ურიგდებოდა
ბიძინამ ცერემონიათა დარბაზიც ააშენა სადაც უფასოდ იმართებოდა დაკრძალვისა თუ საქორწინო ცერემონიები
ქორწინებას რაც შეეხება ყოველ ახლადდაქორწინებულ წყვილს ივანიშვილი პირადად აძლევდა 3000 დოლარს ამიტომაა რომ ჭორვილაში დაუქორწინებელი წყვილი აღარ დარჩა
თუმცა ეს ზღაპარი დასრულდა 2012 წელს
დღეს ჭორვილაში გაზი უფასო აღარაა და ექიმები და მასწავლებლები პრემიებს აღარ იღებენ ცერემონიების დარბაზი აღარაა უფასო საჩხერეს საავადმყოფოში ელემენტარული სერვისები უფასო იყო ჭორვილელებისთვის ესეც შეიცვალა და ახლა უფასო აღარაა მომსახურეობები
2012 წლამდე ივანიშვილი ჭორვილას მთელ მოსახლეობას აძლევდა ფულს ეხლა მარტო საბავშვო ბაღს აძლევს
რატომ შეიცვალა სიტუაცია?ჭორვილელებს სხვა და სხვა მოსაზრებები აქვთ
ივანიშვილის უახლოესი მეზობლის გურამის აზრით სააკაშვილის ბრალია ყველაფერი
"სააკაშვილმა თხოვა რომ შეეწყვიტა დახმარებები რადგან ბევრს არ სიამოვნებდა ის ფაქტი რომ ჭორვილაში მასწავლებლების ხელფასები იზრდებოდა ივანიშვილმა ფულის გაჩუქება შეწყვიტა რომ სხვები არ განაწყენებულიყვნენ"
გურამის თქმით ივანიშვილი დღესაც ზრუნავს სოფელზე და რომ "თავისი ხალხი" ყავს სოფელში ვინც ყველაფერს აკვირდება და მასთან ხმა მიაქვს თუ რა ჭირდება იმაზე სოფელს
თემურ კაპანაძემ გაზის პირველი ქვითარი 6 წლის წინ მიიღო და იმავედროულად მასწავლებლის დანამატი ხელფასიც შეუწყდა და ბევრი ხარჯი ერთბაშად დააწვა კისერზე
კაპანაძეს სხვა ვერსია აქვს ბიძინას დახმარების შეწყვეტაზე ის ჭორვილას მოსახლეობას აბრალებს ამას:
"ხალხს ჭირდებოდა თუ არა სინათლე სულ ენთო გეფიცებით ჭორვილა იმაზე მეტ ელ.ენერგიას მოიხმარდა ვიდრე რუსთავი მე პირადადა არა ერთხელ მაქვს ნანახი ხალხს ელექტრო გამათბობელი ჩართული და ფანჯრები ღია ხოდა აბა რამდენი ხანი უნდა გაგრძელებულიყო ასე? ადამიანმა რომელმაც იცის როგორ იშოვოს ფული ფულის ფასიც იცის!"
კაპანაძე ერთად ერთი მოსახლეა ვინც სახლში შეგვიპატიჟა და თავისუფლად გადაღების საშუალება მოგვცა
მან სასკოლო სურათიც გვაჩვენა სადაც ის და მილიარდელია

მორჩა უფასო ფული ჭორვილაში როგორც ჩანს
გაძღნენ და გადაძღნენ
წყარო
https://jam-news.net/the-oligarchs-hometown...georgian-dream/