#54417397 · 25 Mar 2019, 16:27 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
„პარლამენტარის ხელფასი უნდა გაიზარდოს“ - რომან კაკულია
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რომან კაკულია მიიჩნევს, რომ დეპუტატის ხელფასი უნდა გაიზარდოს. კაკულიამ აღნიშნული კომენტარი იმ კითხვის საპასუხოდ გააკეთა, რომლის მიხედვითაც ჟურნალისტი დაინტერესდა საპენსიო სააგნეტოს საინვესტიციო საბჭოს წევრის ანაზღაურებით:
„მაშინ, როდესაც პარლამენტარის ხელფასი არის ის რაც არის, მაშინ საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრის ხელფასი არ არის რელევანტური. მაშინ ზოგადად დავფიქრდეთ ადეკვატურობაზე პასუხისმგებლობის და საზოგადოების წინაშე მისაღები გადაწყვეტილებების ვალდებულებებზე. ვისაც არ შეუძლია პარლამენტარის ხელფასის გაზრდაზე საუბარი, იმიტომ, რომ რაღაც მოტივაციები აწუხებს, მე მათ რიგებში არ ვარ. მე ვფიქრობ, რომ პარლამენტარის ხელფასი უნდა გაიზარდოს. ამ შემთხვევაში საბჭოს წევრების ხელფასი არ არის რელევანტური“, - განაცხადა რომან კაკულიამ.
ნიუპოსტი
--------------------
გამპრავებლებო ყველა ქვეყნისავ შეგეცით!
ფაციფუცში ნარმანია გაგვეპარა თან კარგ თანამდებობაზე
|