nestora_1ჩემსას ჭირდა მასე, საბოლოოდ მოვაგვარეთ ასე:
1. ვთავაზობდი დაბანას ისე რომ თავი არ დაგვებანა და ვასრულებდი ამ პირობას (რაც არ უნდა ცდუნება მქონოდა) - ნუ ეს რამდენიმე დაბანა გავიტანეთ ასე, თუმცა აუცილებლად აბაზანის ქაფით უნდა ამექაფებინა კარგად რომ სურვილი გაჩენოდა ჩაჯდომის თორე ისე მაინც არ უნდოდა ხოლმე
2. მერე ვუყიდე თვალების დამცავი აბადოკი და შევთავაზე გაკეთება, რომ თვალები არ დასველდებათქო - არ დამთანხმდა და ამიტომ ისე დავბანე და რა თქმა უნდა ისტერიკით ამოხტა.
3. ამის შემდეგ ისევ ვთავაზობდი დაბანას თავის გარეშე, ხან მთანხდებოდა ხან არა - აქაფებულ აბაზანაზე მაინც მეტნაკლებად იკერებოდა

ვაძლევდი თოჯინას რომელსაც თვითონ უქაფებდა თმებს და პარალელურად მეც ანის ვუქაფებდი, მაგრამ ჩამობანის თემა მაინც ჭირდა
4. მერე სულ ველაპარაკებოდი იმაზე რომ თავის დაბანა არ მოსწონს ალბათ იმიტომ რომ თვალებში ჩასდის წყალი და აწუხებს და ისევ დაჟინებით ვთავაზობდი აბადოკს რომ ნახე არ დაგისველებსთქო. როგორც იქნება გაიკეთა ეს აბადოკი და დარწმუნდა რომ თვალები არ უსველდებოდა. ამის მერე დავისვენეთ
ეხლა თმებს მაქაფებინებს, პრიჩოსკებსაც ვაკეთებთ და სარკეში უყურებს თავის თავს, მერე იკეთებს აბადოკს და ხუჭავს თვალებს, როგორც კი გადავავლებ, ვიხსნით აბადოკს, ვუმშრალებ პირსახოცით თვალებს და სახეს და აგრძელებს წყალში თამაშს.
მოკლედ საკმაოდ გრძელი და რთული პროცესია მაგრამ მოგვარებადია ეს საკითხი - უბრალოდ შუალედი უნდა დაიცვათ რომ კიდევ უფრო მეტად არ დაშინდეს და ნელნელა საუბრებით და შემაცდუნებელი სათამაშოებით გამოგივათ
Hate is easy.. Love takes courage..