#54429512 · 28 Mar 2019, 01:15 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
"გარკვეული ძალები ცდილობენ არხმა არსებობა შეწყვიტოს"
ქვემო ქართლის ტელე-რადიოკომპანიამ "TV"4-მა პროტესტის ნიშნად დროებით მაუწყებლობა შეწყვიტა. არხის სპეციალურ საინფორმაციო გამოშვებაში გაკეთებული განცხადების თანახმად, გარკვეული ძალების მხრიდან იყო მცდელობა, ჩარეულიყვნენ მათ სარედაქციო პოლიტიკაში.
„TV4“ 21 წელია, საკუთარ ქალაქს და მთელ რეგიონს ემსახურება. არაერთხელ დამდგარა ტელევიზია დახურვის საფრთხის წინაშე, თუმცა აქ მომუშავე ადამიანებს ყოველთვის სჯეროდათ, რომ მათ მიერ გაშუქებულ მასალას შედეგი ჰქონდა. ამ არხის ეთერში გასულ პრობლემატურ მასალებს დროული გამოხმაურება მოყვებოდა ქალაქის ყველა ხელმძღვანელი პირის მხრიდან. ჩვენ ვასრულებდით მედიატორის როლს მოსახლეობასა და თვითმმართველობას შორის. უმთავრესი მიზეზი ამ ტელევიზიის მუშაობისა და არსებობის მხოლოდ ეს იყო. წლების განმავლობაში ყველა თანხმდებოდა იმაზე, რომ ქალაქს უნდა ჰქონდეს ტელევიზია და მაუწყებლობდეს რადიო.
თუმცა დღეს, 21 წლის შემდეგ, სამწუხარო რეალობის წინაშე აღმოვჩნდით.
გარკვეული ძალები ცდილობენ ტელე-რადიო კომპანიამ არსებობა შეწყვიტოს და ამით ინფორმაციის გარეშე დარჩეს ჩვენი ქალაქისა და რეგიონის მოსახლეობა. დღეს „TV4“-ის მუშაობის მთავარ პრინციპს საფრთხე დაემუქრა. ჩვენ ვემიჯნებით გარკვეული ძალების სურვილს, ჩაერიონ არხის სარედაქციო და საკადრო პოლიტიკაში. მსგავსი ფაქტი რამდენჯერმე დაფიქსირდა, თუმცა მაუწყებლობა არ შეჩერებულა. „TV4“ და რადიო 4-მა მაუწყებლობას დროებით შეწყვიტეს. ჩვენ ასეთი ფორმით გამოვხატავთ პროტესტს იმ ადამიანების მიმართ, ვინც ცდილობს, ქალაქი და რეგიონი ტელევიზიისა და რადიოს გარეშე დატოვოს.
მადლობას მოგახსენებთ ჩვენს ერთგულ მაყურებელს და ყველას, ვისაც სჯერა, რომ ქალაქს უნდა ჰქონდეს საკუთარი არხი.
განსაკუთრებულად მადლობას ვუხდით ჩვენი ქალაქის მერს, ბატონ ირაკლი ტაბაღუას, რომ მაუწყებლობის შეჩერების ფაქტი სწორედ მისი მერობის პერიოდში დაფიქსირდა. რუსთავი ერთადერთი „თვითმმართველი“ ქალაქი იქნება ტელევიზიისა და რადიოს გარეშე.
ჩვენ ვწყვეტთ მაუწყებლობას! მხოლოდ მომავალში შეხვედრის იმედით შეგვიძლია, დაგემშვიდობოთ“, – ნათქვამია ტელეკომპანია „TV4“-ის განცხადებაში.
განსაკუთრებულად მადლობას ვუხდით ჩვენი ქალაქის მერს, ბატონ ირაკლი ტაბაღუას, რომ მაუწყებლობის შეჩერების ფაქტი სწორედ მისი მერობის პერიოდში დაფიქსირდა. რუსთავი ერთადერთი „თვითმმართველი“ ქალაქი იქნება ტელევიზიისა და რადიოს გარეშე.
მოგიდღანთ კლანები, ოჯახები, ნათესავები ქსელები და ძალაუფლება...
დედაქალქიდან 10 კილომეტრში ჯერ კიდევ 90-იანი წლებია იობანი გარდაბანი სადაც მთელ ქალაქს საძმოები მართავენ... აი აბსოლუტურად არაფერი შეცვლილა.
This post has been edited by Mateo Falcone on 28 Mar 2019, 01:17
--------------------
ღმერთო მაღალო
მოტყანი ყველა ცრუმორწმუნე, ცრუღმერთის მადიდებელი
მოტყანი და წაიყვანე, ან წაიყვანე და მერე მოტყანი!!!
ეს ქოცმადიდებლები უბრალოდ მოტყანი, აქ დატოვე თუ გინდა...
გიორგი მხარმტყვნელი.
|