#54819569 · 17 Jun 2019, 06:41 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ქვეყნის განვითარების პოტენცია დამოკიდებული არ არის მხოლოდ იმაზე თუ რამდენი ბუნებრივი წიაღისეული ან რამდენი ფული გაქვს. ეს დამოკიდებილია შენს ნებაზე და უნარზე რომ განვითარდე. ამისი მაგალითები კი აჩვენეს იაპონიამ, სამხრეთ კორეამ და ამ ბოლო წლენში კი განსაკუთრებით ჩინეთმა.
ჩინელებმა ქამრები შემოიჭრეს, ფული ყაირათიანად ხარჯეს, ეკონომოკის განვითარებას მოახმარეს, თავდაუზოგავად იშრომეს, ამერიკაზე უფრო ძლიერი ეკონომიკა შექმნეს და საუკეთესო არმია ჰყავთ. ჩვენ კი პირიქით გრანტები გამოვჭამეთ, ყველაფერი გავყიდეთ ,თითო ქართულ ოჯახზე საეთაშორისო ვალი 50 ათას ლარს გადასცილდა, გავზარმაცდით, არაფერს ხეირიანს არ ვაწარმოებთ, ყველა ქვეყანასთან უარყოფითი სავაჭრო სალდო გვაქვს, ქვეყანა ჯიპებით გავავსეთ, ქარხნების ნაცვლად ეკლესიები ავაგეთ, ტერიტორიები დავკარგეთ და ჩვენი არმიაც აზერბაიჯანის არმიაზეც კი ათჯერ უფრო სუსტია.
ჩვენი მთავარი პრობლემა კი მხოლოდ საკუთარი ჯიბეების გავსებისთვის მზრუნველი და ხალხის დამჩმორებელი მუდამ უხეირო ხელისუფლებაა. რა თქმა უნდა თუ არ ჩავთვლით უკე დაჩმორებულ და ყავარძე კუდგადებულ ხალხს, რომელსაც ასევე არფრის გაკეთება არ უნდა.
აი თუ ჩვენ ამ პროცესს 180 გრადუსით შემოვაბრუნებთ, მაშიმ მოფლიოს ყველა ქვეყანას ვაჯობებთ. ხოლო თუ ამას არ ვიზამთ, მალე საერთოდ აღარ ვიქნებით. ხოდა აირჩიე რა ვქნათ!
This post has been edited by mtavrishvili on 17 Jun 2019, 06:56
--------------------
ვაჟა მთავრიშვილი ტელეფონი; 558 372 108 ელფოსტა vazha50@web.de სკაიპი vazsa. mtavrisvili
|