იმიტომაც აისახა პარლამენტის და მთავრობის წევრებზე
რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკა 2019 წლის იანვარ - თებერვალში წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 31.56%-ით არის გაზრდილი, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს.
როგორც სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 2019 წლის იანვარ-თებერვალში რეგისტრირებული დანაშაულის საერთო რაოდენობამ 11 671 შეადგინა, ხოლო გასული წლის ამავე პერიოდში 8 871 დანაშაულია რეგისტრირებული.
ამავდროულად, შემცირებულია დანაშაულის გახსნის სტატისტიკა.
2019 წლის იანვარ-თებერვალში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გახსნილია რეგისტრირებულ დანაშაულთა 24.07%, ხოლო 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში გახსნილია რეგისტრირებულ დანაშაულთა 31.07%.
https://www.interpressnews.ge/ka/article/53...t-aris-gazrdiliპ.ს. ეს არის წარმატებული მინისტრი? ეს არის წარმატებული სფერო?
დანაშაულმა მოიმატა. გახსნილმა საქმეებმა მოიკლო.
კრიზისი სახეზეა
This post has been edited by gvido on 29 Mar 2019, 20:11