axalirevolucia
Super Mishist

       
ჯგუფი: Members
წერილები: 27534
წევრი No.: 99354
რეგისტრ.: 8-September 09
|
#54484187 · 8 Apr 2019, 23:54 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ემოციები რაციოს მტერია. ჩვენ მაშინ ემოციებმა შეგვიშალა ხელი სრულად დაგვენახა წამის დიდებულება. 15 საბჭოტა მოძმე რესპუბლიკა, რომელიც შიშის ზარს სცემს მსოფლიოს, იმბიბირებულია იმ დასავლეთ ევროპაში და 2 ტვიან სტაჩკებს უწყობს ბრიტანეთს, წითელდროშიანი მიტინგები ავსებს რომს და პარიზს, ჰადაჰაა კაპიტალიზმებს დაამხობენ პროლეტარები ყველა ქვეყნისა და შეერთდებიან ერთ დიდ საბჭოტა ოჯახში, ევროპული (სევ) 9 ქვეყნის ოჯახში და წინ დიდი წიტელი დროშით ხელში მსოფლიო პროლეტარიატის დიქტატურისთვის...
...
საქართველოში ჯერ ხალხი ირჩევს არაკომუნისტ ძალას და შემდეგ ეს არაკომუნისტი ძალა (9 აპრილს) აცხადებს საქართველოს დამოუკიდებლობას, საბჭოთა კავშირისგან გამოყოფას.
საქმე იმაშია, რომ ჩვენ მაგ 9 აპრილამდე გვქონდა პირველი 9 აპრილი, რომელმაც მოგვცა ენერგია და ბრაზი, რომ სსრკ უნდა დაგვენგრია.
და საქმე არც პირველ 9 აპრილშია უშუალოდ, საქმე არის 10-11-12-13-14-15-16-17- 29 აპრილში, ანუ იმ დღეებში, როდესაც მოხდა რევოლუცია
ამ დღეთაგან პირველი 5 იყო საბჭოთა საგანგებო მდგომარეობის დღეები: მანამდე საგანგებო მდგომარეობით სსრკმ პალაჟენია დაალაგა ბაქოში, ალმაატაში, სოხუმში. აპრობირებული და წარმატებული მეთოდი იყო - დააჭირე ჩექმა, აყურყუტე ციხეში, იყვირე რუსულად. ჭრიდა.
და ის ხუთი დღე ჭრიდა საქართველოშიც. მოამბე და ვრემია იწყებოდა ქართველი ერის მონანიებებით - ეს ნეფორმალები, ანტისოვეტჩიკები, მოგვეცით უფლება და ჩვენ თვითონ მოვუგრიხავთ კისერს, უფალო მოსკოვო, დაასრულეთ ეს საგანგებო მდგომარეობა, უხერხულია ჩვენს ძმობაში ვიღაც მომიტინგე ლაწირაკების გამო რომ შეიარაღებული ჯარისკაცები გვადგანან თავზე, ჩვენ ხომ სამაგალითო საბჭოთა მოქალაქეები ვართ? ასე ამბობდა გამვლელი ქუცაში, რომელსაც მიუშვერდნენ მიკროფონს ვრემიას კორესპოდენტები, ასე გრგვინავდა ტაში ე.წ. შრომით კოლექტივაბში - "მი ვსიო სამი!"
ყველა დიდ პრობლემას აქვს პატარა და არაწორი გადაჭრის გზა. ჩვენთვის ასეთი აღმოჩნდა ყვავილები რუსთაველზე და სიმღერა "ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები".
ის რაც მუშაობდა ბაქოში, ალმაატაში, სოხუმში... აღარ იმუშავა თბილისში.
სიმღერა გავიდა გადაცემა "ვზგლიად"-ში, და თამაშის წესები დიამეტრალურად შეცვალა.
მანამდე იყო კ/ფ მონანიება, რომელიც ნახა სრულიად საბჭოთა კავშირმა და სსრკ ჯარის ოფიცრებმა შეთანხმებულივით, ერთ ხმაში განაცხადეს, რომ ამ ფილმის "ყველა უნდა დახვრიტო, მსახიობიც და რეჟისორიც" მაგრამ ჯარი უკვე აღარ წყვეტდა მოდუსს.
მანამდე იყო დათა თუთაშხია სსრკ ტელევიზიით, რომელმაც პირველად დაანახა სსრკ მოსახლეობას, რომ ცხოვრება სსრკმდე შავთეთრიც იყო, ფერადიც და არამცდაარამც მხოლოდ შავი
მანამდე იყო წიგნი ფიცისა, რომელიც კი ფუთავდა გიორგიევსკის ტრაქტატს თითქოს ჩვენ სამეფოს გაუქმება და შეერთება ვთხოვეთ რუსეთს, მაგრამ , მინიმუმ, უჩვენებდა სსრკს, რომ ისტორია სსრკს დროს არ დაწყებულა და რომ რესპუბლიკებს ჰქონდათ თავისი სამეფოები. მანამდე იყო ზიკინა/ლეშჩენკოს საზიზღარი მუსიკის ფონზე თავისუფლების სიოდ მოქროლილი "ორერა"არარუსული, ინგლისურ, ლათინური სიმღერებით, მსუბუქი პოპ მუსიკით. მანამდე იყო ლეგენდა ძველ გადარჩენილ ქვეყანაზე, რომელიც სსრკს მოსახლეობისთვის იგივე იყო, რაც სსრკს მერე რომში /იტალიაში დასვენება. პატარა ქვეყანა , სსრკს მოსახლეობის 80%სთვის საკრალური და მიმზიდველი იმპულსებით.
აღმავალი ექსპრესიით და ემოციით საბჭოტა კავშირი ემზადებოდა ბუშტივით გასასკდომად, და ამის წინაპირობას დაუღალავად ქმნიდა საქართველო.
ორი მიდგომა 9 აპრილის მიმართ. 1. დაეჯერებინათ პატრიარქისთვის, რას შეაკლეს ბავშვები, სულაც ჯდომილიყვნენ სახლში და სულაც დარჩენილიყო სსრკ, ვიყავით მშვიდობაში. 2. ( ჩემი) 90 წლის შემდეგ დაიბადა გაცილებით უფრო კარგი მსოფლიო, სსრკ იმპერია დაემხო და 27 ქვეყანა გათავისუფლდა განსაკუთრებული სისხლისღვრის გარეშე. დედამიწა გაცილებით უკეთესი ადგილია საცხოვრებლად ყველა ქვეყნისთვის (გათავისუფლებულებისთვის და დანარჩენისთვის, რომელტაც სსრკ ემუქრებოდა აბიძინიაიწეს-ით.) ამათგან რამდენიმე უიღბლო ქვეყანამ დიდი ტრავმები და შრამები აიკიდა ( საქართველო, აზერბაიჯანი, სერბია, ) ხოლო ყველა დანარჩენი ხ ე ი რ შ ი ა ( პოლონეთი, ჩეხეთი, უნგრეთი, ბალტიისპირეთი, გერმანია, ყაზახეთი...)
კიდევ
სსრკ დაინგრა თვითონ, შიგნიდან. ის დაანგრია ბევრმა შიდა ფაქტორმა (ეკონომიკა, კორუფცია) და მთავარი ამ, შიგნიდან დამანგრეველ ფაქტორებში იყო ის მორალური გატეხვა, რომელიც იმპერიას მიაყენა საქართველომ.
ბელოვეჟის ტყის ხელშეკრულების შემდეგ დღეებში ერთმანეთს უცნობები ქუჩაში ვეხვევოდით და ვულოცავდით, არავის წარმოგვედგინა, რომ ქვეყანა რომელიც მონოლითივით მტკიცე იყ, შემოჟონილი იყო აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპაში თვ ი თ ო ნ დაიშლებოდაო.
და ეს თემა ამისთვის დავწერე.
ლაყეები ვართ უნდა მოითხოვოს ევროპისგან მადლობა და გრანტი ო რ ი ვ ე 9 აპრილისათვის. ჩვენ რომ გავრისკეთ და მათ მიუგორდათ დამოუკიდებლობა, ფეშქაშ, მაგრამ თვითონ არ უნდა გაუჩნდეთ მადლობის თქმის სურვილი? მადლობა 7 ხანგრძლივი დოკუმენტური ფილმის და 7 მიულიარდი ევროს სახით.
დათვილი მაქვს, სამართლიანი საზღაურია.
--------------------
ტვინის კერხერი VS ტვინის უნიტაზის მარჯანი.
ბიძინა უნდა გაბანძდეს!
|