#54447605 · 31 Mar 2019, 22:26 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ლიტერატურული პალიტრა გამოდიოდა რამდენიმე წლის წინ. მშვენიერი ჟურნალი იყო, თანამედროვე ქართველი მწერლები, თარგმანები, კრიტიკა და ა.შ. მერე პალიტრამ გადაწყვიტა, არაა მომგებიანიო და გააუქმეს. (საღოლ პალიტრას. ღრუტ-ღრუტ).
იყო ასევე საუნჯე და არილი.
არილი სერიოზული ჟურნალი იყო. მეტ-ნაკლებად, ხან კაი იყო და ხანაც - ცუდი.
საუნჯე საერთოდ საოცრება იყო: შეკრებილი იყო რაღაც ჯგუფი, რომლებიც ერთმანეთს აქებდნენ. ერთ ნომერში პავლე აქებდა პეტრეს, ნინუცა - სალოს.
მეორე ნომერში პირიქით: პეტრე პავლეს და სალო - ნინუცას. მეტს არაფერს აკეთებდნენ, მაგრამ მაინც რაღაც მოძრაობა იგრძნობოდა.
ახლა ორივე ეს ჟურნალი დაიხურა მგონი, 2019 წელს არცერთი ნომერი აღარ გამოსულა და რა ვიცი...
ცისკრის აღდგენა გადაწყვიტეს რამდენიმე წლის წინ ასევე და ესეც მკვრადშობილი პროექტი აღმოჩნდა...
|