ქართული ეკლესია - როგორც ხელშეუხებელი მაფია, ყველა ხელისუფალის მადიდებელი და აგიტატორი.
ნათქვამია - დუმილი თანხმობის ნიშანიაო, ხოდა ეკლესიაც დუმს, ზედმეტად თავს არ იტკიებს. მხოლოდ მაშინ იღვიძებს მათში მებრძოლი სული, როცა საქმე ჰომოსექსუალებს ეხება, მაშინვე მოიმარჯვებენ ტაბურეტკებს და გარბიან ბრძოლის ველზე, თუმცა ბრძოლის ველი ქალაქგარეთ ჯერ არ ყოფილა, თუ თემა ოკუპაციას ეხება - დუმს, როდესაც ქვეყანაში ნახევარი მილიონი სოციალურად დაუცველია - დუმს, სხვა რა გზა აქვს? ხმის ამოღება ძვირად დაუჯდებათ, ეს თვითონაც იციან. მოუწევთ საეკლესიო მაღაზიებში საბიუჯეტო გადასახადების გადახდა, ვერ მიიღებენ სახელმწიფოსგან 25 მილიონიან წლიურ დაფინანსებას, ვერ მიიღებენ მიწის ნაკვეთებს 1 ლარად, მოუწევთ ბიზნეს-წილებზე უარის თქმა.
ჯერ მარტო 2014-2018 წლებში სახელმწიფომ საპატრიაქროს 1 714 822 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთები გადასცა, რაც ყველაზე საინტერესოა - ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, ანუ საჩუქარი დუმილის სანაცვლოდ. ალბათ იცით კაზინო "შანგრილა", რომელიც საპატრიარქოს გვერდითაა. თავიდან დიდი პროტესტი გამოიწვია მრევლში შანგრილას "წმინდა ადგილზე" აშენებამ, თუმცა შემდეგ აღმოჩნდა რომ თურმე ეს ადგილი აღარ ყოფილა წმინდა და დადუმდნენ - გამოიცანით რატომ?
გვახსოვს მუსიკალური ფესტივალი Gem-fest, რომელიც კრიტიკის ქარცეცხლში მოაქცია საპატრიარქომ, ხოლო შემდეგ უმაღლესი მღვდელმთავრების საკუთრებაში არსებული კომპანია - "სნო" წყლის ერთადერთი მიმწოდებელი გახდა ფესტივალისთვის, ფასიც საკმაოდ სოლიდური ედო, ზოგს ეჭვიც შეეპარა ნაკურთხი ხომ არ არისო.
ალბათ არავის გაუკვირდება თუკი მამაოები ეკლესიის წინ გამოფენენ პოსტერებს: საგაზაფხულო 30 %-იანი ფასდაკლება მონათვლაზე, ჯვრის დაწერაზე. არც ის გაგვიკვირდება, თუკი მალე ფასდაკლების ვაუჩერებს დაარიგებენ, მაგრამ ალბათ ამ ვაუჩერებსაც ღვაწლმოსილ ხელისუფალთ უგრევებენ, უბრალო ხალხი ფასდაკლების გარეშე დარჩება. ბიძინას სადიდებლად არგუმენტები რომ ელევათ - სამება აგვიშენაო, იძახიან. ალბათ კიტოვანს რომ ჭკუა ქონოდა და სამება აეშენებინა, დღემდე პრეზიდენტი იქნებოდა.
ალბათ აბო თბილელიც ვერ წარმოიდგენდა, რომ მეექვსე საუკუნის ჯვრის მონასტერში, რომელიც აბო თბილელის დაბადებამდე ორასი წლის წინ აშენდა, 21 საუკუნეში მამაოები მრევლისგან ფულის აკრეფით დაკავდებოდნენ, ეკლესიის წინ მჯდარ მათხოვრებისგან "ატკატებს" აკრიფავდნენ და შავ ჯიპებზე შემოსხდებოდნენ.
"ყველა უნჯი
ყველა მუნჯი
გულჩვილი და ლმობიერი
თვალაბმული
თავაკრული
პირს ლაგამი ზომიერი
ყველა ყრუი
ყველა ცრუი
ჭკვადამჯდარი, გულხმიერი
მცირე, დიდი -
ყველა ფლიდი
ცუღლუტი და მანკიერი."
https://www.labour.ge/ka/akhali-ambebi/arti...khebeli-biznesi