რეალური იდეა გადმოკიდა მარგველაშვილმა დღევანდელ სტატიაში'
ციტატა:
'ასეთ შემთხვევაში მის გამოჩენას ქართულ პოლიტიკაში გარკვეულწილად დადებითი პროცესი შეიძლება მოჰყვეს. ეს არის შემთხვევა, როდესაც რუსეთი გვთავაზობს, უფრო სწორად ცივილიზებულ სამყაროს სთავაზობს და არა მაინცდამაინც ჩვენ, ე.წ. Soft Power Solution-ს, ანუ არა ძალადობით, არა ტანკებით, არამედ ქართულ პოლიტიკაში წარმოდგენას მისთვის მისაღები პოლიტიკური ძალის სახით.რუსეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია - იქ არც ზღვაა, არც ოკეანე, არც დაუსახლებელი სტეპი. და ჩვენ, სამწუხაროდ, რუსეთის ახლო სამეზობლო ვართ - რომელზეც იგი გავლენას ამა თუ იმ დოზით და ამა თუ იმ ფორმით აუცილებლად გაავრცელებს.
ამ რეალობას აღიარებს მსოფლიო, მას ვერ ხედავდა მხოლოდ ჩვენი პოლიტელიტა, და მეტიც, მთლიანად პოსტსაბჭოთა არეალის გეოპოლიტიკურ მოდელირებას ტრაგიკული ინფანტილიზმით გეგმავდა. და თუკი ეს ვერსია რეალურია, რომ ივანიშვილი რუსული Soft Power პროექტია, არის შანსი, რომ რუსეთმა უარი თქვას ტანკებსა და ჩექმით საქართველოში წესრიგის დამყარებაზე. ასეთ შემთხვევაში რუსეთის წარმოდგენას ქართულ პოლიტიკასა და სახელმწიფო სისტემაში -რეალობისთვის თვალის გასწორებას, ისტერიის დამთავრებას და ბალანსის ძიებას -პოზიტიურად შევაფასებდი.'
სრული ვერსია:
http://liberali.ge/akhali-politikuri-realoba და ამას ზემოდან მოსხმული 'ევრვარაზიან უნიონ' შორეულ პერსპექტივაში და ე.წ. 'ბოლო შანსი', შიდა დონეზე ივანიშვილიზმი ჩანერგილი მოსახლეობის ტვინებში ბოლო-წლების მანძილზე საკმარისი 'საწვავი' უნდა აღმოჩნდეს!
სწორედ 'სამება ააშენა' ეს გააკეტე, ის გააკეთა და ა.შ. ზუსტად ამაზე გაგითვალეს რომ წამოეგებოდით!
და თემის ქვესათაურიც შემთხვევითი არ არის 'ასეთი ზნე გაქვთ' პოსტმოდერნის ნაბიჭვრებს და ჩვენ 'ძველებს' ისევ ისე გვიყვარს როგორც იქ (სსრკ-ში) უყვარდათ და EsU-ში ეყვარებათ.

ხოდა ეხლა გაარკვიეთ რომელი-რომელია ამ ვიდეოდან
This post has been edited by Human Rights on 14 Oct 2011, 19:59